„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 20/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024969
78
17/03/2025
ვებგვერდი, 18/03/2025
470000000.10.003.024969
„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №78

2025 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 470000000.10.003.024868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №15 დანართის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 04):

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰემოდიალიზის ერთი სეანსის ღირებულება განისაზღვრება 53 ლარით.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 50 000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

23 298.8

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

150.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

23 707.2

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

800.0

5

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

50.0

6

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1 929.0

7

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

65.0

 

სულ:

    50,000.0.“.

 

3. მე-9 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. მინისტრი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს პროგრამის მიზნების, ასევე, როგორც მთლიანი პროგრამის, ისე მისი ცალკეული კომპონენტების შესრულების ეფექტიანობისა და ხარისხის შეფასების ინდიკატორები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 20 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე