დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018652 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 20/11/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017847) დამტკიცებული წესდების:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ობსერვატორიის იურიდიული მისამართი არის დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი და ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №47/57.“. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აცხადებს კონკურსებს/მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციას, განსაზღვრავს კონკურსის/მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე, სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, ქმნის საკონკურსო კომისიებს.“; ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ამტკიცებს დაწესებულების ბიუჯეტს ობსერვატორიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით; კ) წარუდგენს ობსერვატორიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს;“. 3. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ატესტაციის შედეგი, რომლის თანახმად მთავარი მეცნიერი თანამშრომელი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, წარმოადგენს ამ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საფუძველს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები