„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 18/03/2025
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 080240000.78.091.016038
37
18/03/2025
ვებგვერდი, 19/03/2025
080240000.78.091.016038
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №37

2025 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №32 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.78.091.016033) შევიდეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების“:

ა) მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროფესიული საჯარო მოხელეები – სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე უვადოდ დანიშნული პირები;”;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, მათ შორის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები – სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირები;“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, დებს/წყვეტს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, იყენებს წახალისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს სამსახურის თანამშრომლების მიმართ;“;

დ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, წახალისების, შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის, ასევე მათზე დროებითი ფუნქციების დაკისრების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებისა და შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება;“;

ე) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამსახურის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა შრომითი, ადმინისტრაციული, შესყიდვების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა) და მემორანდუმების პროექტების მომზადება;“;

ვ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის წინაშე.“;

ზ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და რესურსების სწორად განაწილების პროცესში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სიახლეების ინიცირებას და უზრუნველყოფს ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობას;

დ) ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

ე) დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ადგენს თანამშრომელთა საჭიროებებს და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, ახდენს მათი საქმიანობის კოორდინაციას და აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს;

ზ) სამუშაო პროცესში აძლევს თანამშრომლებს მითითებებს, დავალებებსა და უკუკავშირს;

თ) ზედამხედველობს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ან დეპარტამენტის მიერ მომზადებული კორესპონდენციას, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ლ) ახდენს დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური საშუალებების სწორი გამოყენების მონიტორინგს და დამატებით საჭიროების თაობაზე მიმართავს უშუალო უფროსს;

მ) მონაწილეობს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ სამსახურის უფროსის ან/და კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარსადგენი ანგარიშის მომზადებაში;

ნ) დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;

ო) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;

პ) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების შექმნას და თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსილელა ჯანაშვილი