„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 18/03/2025
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010100000.78.091.016039
38
18/03/2025
ვებგვერდი, 19/03/2025
010100000.78.091.016039
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №38

2025 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ” პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №31 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.78.091.016032) შევიდეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსილელა ჯანაშვილი