„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/03/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016373
57
17/03/2025
ვებგვერდი, 19/03/2025
310050000.54.066.016373
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №57

2025 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016200) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიული ზონები

1. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონებს განეკუთვნება:

ა) სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცე, რომელიც განისაზღვრება „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის“დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილების შესაბამისად;

ბ) საჰაერო სივრცე, სადაც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია ხორციელდება „ღია კატეგორიაში“, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით, რაც კონკრეტული ექსპლუატაციისთვის დგინდება სააგენტოს მიერ;

გ) უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის ნოტამით (NOTAM) განსაზღვრული საჰაერო სივრცე;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ზონა. 

2. სააგენტო, ამ მუხლით განსაზღვრულ ობიექტზე პასუხისმგებელი პირის (მესაკუთრე/მფლობელი/სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული ობიექტის თავზე, განსაზღვრავს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონებს, სადაც მუდმივად, ან დროის გარკვეულ მონაკვეთში აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ყველა სახის ექსპლუატაცია, ობიექტზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის გარეშე. აღნიშნული ობიექტებია:

ა) საჯარო დაწესებულებები;

ბ) სამრეწველო ქარხნები;

გ) ბუნების დაცვის ზონები, ეროვნული პარკები;

დ) საცხოვრებელი ზონები;

ე) გარე საცურაო აუზები და კერძო სანაპირო ზოლები; 

ვ) ადგილები, სადაც ხორციელდება ავარიულ ვითარებაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ;

ზ) გზები, მდინარეები, ტბები, წყალსაცავები,  ავტოსადგურები;

თ) სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების შესაბამისად.

3. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონაში, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს, გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნულ ზონაში დაშვებულ ფარგლებსა და მოქმედების ვადის პერიოდში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი