ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-65. 65250715
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016021
გ-65. 65250715
12/03/2025
ვებგვერდი, 17/03/2025
000000000.00.121.016021
ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-65. 65250715

2025 წლის 12 მარტი

ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს №11 ქუჩისთვის გელა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გად წყვიტა:

1. ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს №11 ქუჩას მიენიჭოს ვანის ღირსეული მოქალაქის გელა ლორთქიფანიძის სახელი (რუკა თან ერთვის).

2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება.

3. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის.

4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე

ალექსანდრე ლილუაშვილი