დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №12/17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/5 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016623 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №12/17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №12/17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2024, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016613) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 52 769,8 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 31 000,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 9 234,8 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 12 535,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 40 091,7 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 14 670,2 ათასი ლარით. მათ შორის: ა) არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 17 084,2 ათასი ლარით: ათას ლარში
ბ) არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 2 414,0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რეადაქციით: ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -1 992,1 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 12678,1 ათასი ლარით:
ათას ლარში
მუხლი 11. ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -2 567,6 ათასი ლარით:
ათას ლარში
“ ბ) მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების საწინდარია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ყოველი განხორციელებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობის და ბიზნესის განვითარების ახალი წყაროა. შესაბამისად, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და განვითარება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები. ათას ლარში
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ქალაქის ქუჩების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების და ნარჩენების მართვის სხვა ღონისძიებები. განხორციელდება მარადმწვანე მცენარეების, ბუჩქების, ერთწლიანი ყვავილების და სხვა ნარგავების დარგვა, მათი მოვლა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა, სკვერებისა და ქალაქის ქუჩების მწვანე საფარის გათიბვის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში, ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. ათას ლარში
მუხლი 15. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. 2025 წელს, ასევე, დაფინანსდება საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯი. ათას ლარში
მუხლი 16. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტისა და კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობას, ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა. 2025 წელს ასევე დაფინანსდება მინი სპორტული მოედნების კაპ.შეკეთებისა და მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ათას ლარში
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ათას ლარში
მუხლი 18. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ, აღნიშნული პრიორიტეტიდან დაფინანსდება მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები. მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. პრიორიტეტი ასევე მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისა და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ხარჯებს. ამავე პრიორიტეტიდან დაფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა) დაფარვა, მუნიციპალური არქივის მომსახურების ხარჯები და სხვა. ათას ლარში
მუხლი 19. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
“
გ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 373,8 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად. ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 288,8 ათასი ლარი; ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 15,0 ათასი ლარი; გ) შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურება 70,0 ათ. ლარი. “
დ) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 31. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; ბ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები; გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები; დ) სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა – შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“; ე) შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე – შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“; ვ) რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა – ა(ა)აიპ „კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი დღეს“; ზ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – ფოთისა და ხობის ეპარქია; თ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად – ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“; ი) შინმოვლის სერვისი – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“; კ) უფასო კვებით უზრუნველყოფა – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“; ლ) ინფრასტრუქტურული სერვისების მომსახურება – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“; ა(ა)იპ „ქალაქის-ფოთის ცენტრალური პარკი“; შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“; მ) ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრი“; ნ) საქმიანობათა ცენტრი ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის – ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“; ო) უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთა დახმარების პროგრამა – ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“; პ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა – შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“; ჟ) სოციალური საწარმოს „ჩვენი გული მოქარგული“ თანადაფინანსება – ა(ა)იპ – აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურია“; რ) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა – ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმები-სათვის“.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები