„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016556
10
14/03/2025
ვებგვერდი, 17/03/2025
190020020.35.125.016556
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 14 მარტი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №49 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 26/12/2024 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016546) დამტკიცებულ დანართში.

1. დანართის 171 მუხლის პირველი პუნქტის 1.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას, რომლის აკადემიური მოსწრება წინა სემესტრის  მონაცემით არის 51 ქულიდან 100 ქულამდე, ხოლო პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში – გრანტის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.“.

2.  დანართის 171 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას, რომლის აკადემიური მოსწრება წინა სემესტრის  მონაცემით არის 51 ქულიდან 100 ქულამდე, ხოლო პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში – სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე