„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017314
30
18/03/2025
ვებგვერდი, 19/03/2025
120340000.22.026.017314
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №30

2025 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016214) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ)  ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,ღირსეული გვარდიელის“ სამკერდე ნიშანსა და სერტიფიკატს გადასცემს ეროვნული გვარდიის მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებს, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი