ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.113.016534
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
14/03/2025
ვებგვერდი, 18/03/2025
010250020.35.113.016534
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/03/2025 - 28/05/2025)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2025 წლის 14 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ2“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხა, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხა, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

1. დაბა ლაითური, რეისი ლაითური – ქ. ბათუმი, გასვლა დაბის ცენტრიდან.

2. დაბა ნარუჯა, რეისი ნარუჯა – ქ. ბათუმი, გასვლა დაბის ცენტრიდან.

3. დაბა ნასაკირალი, რეისი ნასაკირალი – ქ. ბათუმი, გასვლა დაბის ცენტრიდან; რეისი ნასაკირალი – კურორტი ბახმარო (სეზონურად), გასვლა დაბის  ცენტრიდან.

4. სოფელი ასკანა,  რეისი ასკანა – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.

5. სოფელი მთისპირი,  რეისი მთისპირი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.

6. სოფელი ბახვი, რეისი ბახვი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.

7. სოფელი მერია, რეისი მერია – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.

8. სოფელი ვაკიჯვარი, რეისი ვაკიჯვარი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.

9. სოფელი ძიმითი, რეისი ძიმითი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.

10. სოფელი ქვემო ნატანები, რეისი ქვ. ნატანები – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.

11. სოფელი ჯუმათი, რეისი ჯუმათი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.

12. სოფელი შრომა, რეისი შრომა – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან.