ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016573
5
14/03/2025
ვებგვერდი, 17/03/2025
010250020.35.139.016573
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2025 წლის 14 მარტი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის, მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსადგურიდან რეისის გასვლა სავალდებულო არ არის შემდეგ დასახლებებში:

ა) ადმინისტრაციული ერთეული ბორჯომი – დაბა წაღვერი;

ბ) ადმინისტრაციული ერთეული ბორჯომი – დაბა ახალდაბა;

გ) ადმინისტრაციული ერთეული ბორჯომი – სოფელი საკირე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი