ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-73. 73250668
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016024
გ-73. 73250668
07/03/2025
ვებგვერდი, 17/03/2025
000000000.00.129.016024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №გ-73. 73250668

 2025 წლის 7 მარტი

ქ. ჭიათურა

 

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;

მუხლი 2

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის ქუჩების სახელდება №2 დანართის შესაბამისად.

მუხლი 3

განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 4

ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე     ალექსანდრე ციცქიშვილი