დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №1-1/155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/28 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 13/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010000.84.097.016009 |
|
„მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №1-1/155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის № 1-1/155 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების“:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მატარებლის მემანქანის (შემდგომ – მემანქანე) მართვის მოწმობა (შემდგომ – მართვის მოწმობა) მზადდება ლამინირებული პოლიკარბონატის ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, დაწყობილ და ლამინირებულ ერთიან მონოსხეულად სიმხურვალისა და წნევის პირობებში.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უსაფრთხოების ფონის ნიმუში უნდა იყოს შექმნილი ისე, რომ იყოს გამძლე ყალბი სკანირების, ბეჭდვის ან კოპირების გზით გაყალბებისგან, ბარათის ზედაპირზე დაბეჭდილი უნდა იყოს გილიოშური ბადე ცისარტყელისებური ბეჭდვის მეთოდის გამოყენებით;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები