დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ჩხირაულის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-73. 73250667 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.129.016023 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-73. 73250667 2025 წლის 07 მარტი ქ. ჭიათურა |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ჩხირაულის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის ჩხირაულის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის ჩხირაულის ქუჩების სახელდება №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3 განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. მუხლი 4 ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები