დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.114.016532 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 მარტის №5 (www.matsne.gov.ge, 01/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.114.016451) დადგენილებაში:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და დამტკიცდეს საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა, თანახმად დანართისა (დანართი 2).“. 3.დადგენილების დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №2
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები