შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი
მიღების თარიღი 12/03/2025
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2025
სარეგისტრაციო კოდი
0
12/03/2025
ვებგვერდი, 17/03/2025
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი
განცხადება
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის  2025 წლის 5 მარტის №8 განკარგულების საფუძველზე, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ (ს/კ: 400058030) გაუუქმდა რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.


იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭაბუკიანის ქუჩა №7 (სააკაძის მოდნის მიმდებარედ). ტელ: 599 511 382,  ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

 

ლიკვიდატორი                                                                            როინ ცაციაშვილი