დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.024.016897 |
|
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის № 1-1/24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.22.024.016894) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის – განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში: მ.ა) როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, არ აღემატება 100 მეტრს – 3 000 ლარი; მ.ბ) როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, არის 100 მეტრზე მეტი და არ აღემატება 1 000 მეტრს – 5 000 ლარი; მ.გ) როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, აღემატება 1 000 მეტრს – 10 000 ლარი. ნ) უსაფრთხოების ავტორიზაციის ვადის გაგრძელება მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის – განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში: ნ.ა) როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, არ აღემატება 100 მეტრს - 3 000 ლარი; ნ.ბ) როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, არის 100 მეტრზე მეტი და არ აღემატება 1 000 მეტრს – 5 000 ლარი; ნ.გ) როდესაც მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო სიგრძე (ჯამური), რომელზეც მოთხოვნილია უსაფრთხოების ავტორიზაცია, აღემატება 1 000 მეტრს –10 000 ლარი. ო) უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის (გარდა მონაცემების ცვლილებისა) – განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში: ო.ა) თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება არ ითვალისწინებს ავტორიზებული მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო (ჯამური) სიგრძის ზრდას – 1 000 ლარი; ო.ბ) თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება ითვალისწინებს ავტორიზებული მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო (ჯამური) სიგრძის ზრდას ან/და ახალი მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის ავტორიზაციას არაუმეტეს 100 მეტრის სიგრძის შემთხვევაში – 3 000 ლარი; ო.გ) თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება ითვალისწინებს ავტორიზებული მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო (ჯამური) სიგრძის ზრდას ან/და ახალი მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის ავტორიზაციას 100 მეტრზე მეტი და არაუმეტეს 1 000 მეტრის სიგრძის შემთხვევაში – 5 000 ლარი; ო.დ) თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება ითვალისწინებს ავტორიზებული მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის საერთო (ჯამური) სიგრძის ზრდას ან/და ახალი მისასვლელი ლიანდაგ(ებ)ის ავტორიზაციას 1 000 მეტრზე მეტი სიგრძის შემთხვევაში – 10 000 ლარი.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები