დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210040.08.002.017083 |
|
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19.12.2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების: |
1.
პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25, საფოსტო ინდექსი – 0108.“. |
2.
მე-2 მუხლის: |
ა)
„ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ბ)
„ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
გ)
„ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“. |
3.
მე-3 მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“; |
ბ)
მე-5 პუნქტს დაემატოს ა1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა1) ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“; |
გ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნისას, ადმინისტრაციის უფროსის დავალებით – ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. |
4.
31 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
5.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა 1. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახური; გ) მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახური; დ) იურიდიული სამსახური; ე) კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური; ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ზ) საფინანსო სამსახური; თ) ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახური. 2. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება.“. |
6.
მე-5 მუხლის: |
ა)
პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) საზოგადოებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მისიისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ღონისძიებების საინფორმაციო საშუალებებით გაშუქების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს პრეზიდენტის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი და ანალიზი; დ) სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება; ე) საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში არსებული გვერდების მართვა; ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 2. საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია: ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა; გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ უცხოელ ოფიციალურ პირებთან გასამართ შეხვედრებზე განსახილველი თემებისა და საინფორმაციო მასალის მომზადება; დ) საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ე) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა მიღების საპროტოკოლო უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად; ვ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების საპროტოკოლო მომსახურება; ზ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 3. მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა; ბ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება; გ) შეწყალების საქმის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად; დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეწყალების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება; ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა; ვ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება; ზ) საქართველოს სახელმწიფო პრემიების საკითხებთან დაკავშირებით შემოსული მასალის შესაბამისი კომისიის სხდომაზე წარსადგენად მომზადება; თ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს/საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ი) მოთხოვნის შესაბამისად, დაკარგული/დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს/შესაბამისი მოწმობის დუბლიკატის გაცემა; კ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ლ) განცხადებების/წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; მ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“; ბ) 41 პუნქტის: ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტის: გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და სამუშაო ანალიზის საფუძველზე, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ხელშეწყობა;“; გ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ადმინისტრაციაში სტაჟირების ორგანიზებისა და განხორციელების ხელშეწყობა;“; გ.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ე) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა; ზ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება; ი) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ლ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“. |
7.
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო მეორადი სტრუქტურული ერთეულის არარსებობისას – ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით შესრულება შეიძლება დაევალოს ამავე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ მოხელეს.“. |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანებულება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 17 აპრილიდან. |
2.
ამ ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები