დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 6 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.32.057.016408 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 6 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 6 მაისის №7 დადგენილებასა (სსმ, 10/05/2019, 010320010.32.057.016311) და ამ დადგენილების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით, ან საკუთარი ინიციატივით.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები