“საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №217 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №217 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 02/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.008.548
  • Word
380
27/04/2006
სსმ, 62, 02/05/2011
230.150.070.22.033.008.548
“საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №217 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.008.548

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №380

2006 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №217 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 123-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №217 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №41, მუხლი 475) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით: 

ა) ინსტრუქცია ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ (დანართი №1);

ბ) ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“ (დანართი №2);

გ) ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №2“ (დანართი №3);

დ) ,,მონაცემები საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის შესახებ“ (დანართი №4)“;

ე) ბრძანების დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 11 აპრილიდან.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

       

 დანართი №1

ინსტრუქცია

საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საზღვარზე შემოტანის, ასევე საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დროს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორცი­ელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა) და ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №2-ით“ (შემდგომში – მოწმობა №2) (დანართი №2 და დანართი №3).

    მუხლი 2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

ა) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგ­ზავნილი ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვე­ვაში ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი საბაჟო გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი შემადგენლობით);

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტები – სატრანსპორტო ზედდებული, კონო­სამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საქონლის საერთაშორისო და\ან საქართველოს საბაჟო ტერიტო­რიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მათი გადაზიდვა;

გ) საერთო წონა – დატვირთული სატრანსპორტო საშუალების წონა საქო­ნელთან ერთად;

დ) წონა – საქონლის წონა თანდართული სატრანსპორტო დოკუ­მენტების მიხედვით, ან მისი ფიზიკური აწონვის შემდგომ;

ე) გამგზავნი საბაჟო ორგანო – საბაჟო ორგანო, რომელიც ახორცი­ელებს მოწმობის შევსებას და საიდანაც იწყება საქონლის და სატრანსპორტო საშუ­ალებების გადაადგილებაზე კონტროლი (მათ შორის საზღვაო ტრანსპორ­ტი­დან საქონ­ლის და სატრანსპორტო საშუალებების გადმოტვირთვის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლის ან გადამისამართების დროს).

    მუხლი 3

აღნიშნული მოწმობით ხორციელდება:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შემოტანის 30 დღემდე ვადით და საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტისთვის შემოტანის 10 დღემდე ვადით კონტროლი და აღრიცხვა;

ბ) საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

გ) საბაჟო გაფორმების შემდეგ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

დ) საბაჟო საზღვრის გადმომკვეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, თუ მათი საბაჟო გაფორმება არ ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო საგუშაგოზე;

ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა საბაჟო კონტროლის ზონას შორის გადაადგილებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

ვ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე საქონლის გადატვირთვისას;

ზ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული სატრანსპორტო საშუ­ალებებიდან საქონლის ნაწილის გადმოტვირთვის შემთხვევაში სატრანს­პორტო საშუალებებში დარჩენილი და გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

თ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ სხვა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.

    მუხლი 4

აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება:

ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრან­ს­პორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს;

ბ) ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე და საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

გ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალე­ბებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა;

დ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.

    მუხლი 5

1. მოწმობის გამოწერას ახორციელებს გამგზავნი საბაჟო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საზღვაო პორტიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში, ასევე საწყობიდან პორტში გადაადგილებულ საქონელზე გამოიწერება მოწმობა №2 (დანართი №3-ის შესაბამისად) გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, თუ არ ხდება სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ლუქის ახსნა.

3. მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული, ასევე საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულისა) საბაჟო კონტროლიდან მოხსნა ხდება გაფორმებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.

4. გამგზავნი საბაჟო ორგანო საქონლის საავტომობილო ტრანსპორტით (მ.შ. მისაბმელით) შემოტანისას (გარდა საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვაო პორტიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებულისა) ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამატებით სავალდებულო დალუქვას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის კონტროლის გაძლიერების მიზნით.

5. საბაჟო ორგანოს მიერ დამატებითი ლუქის დადება სხვა ქვეყნის მიერ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საბაჟო ორგანოს შესაბამისი მოხელის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების (დანართი №4) საფუძველზე შევსებული მოწმობის სათანადო მონაცემების ფაქტობრივ მონაცემებთან სიზუსტის მიმართ.

    მუხლი 6

მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც მთავრდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადა­ადგილებაზე კონტროლი ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან გადამისამართება.

    მუხლი 7. მოწმობის შევსებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები

1. მოწმობა ივსება დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, მისი არარსებობის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დანართი №4-ის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც შეივსება მოწმობა. ამასთან, მოწმობის შესავსებად წარმოდგენილ ყველა სატრანსპორტო დოკუმენტზე და დანართ №4-ზე საბაჟო მოხელის მიერ დაისმება პირადნომრიანი ბეჭედი.

2. საბაჟო შემოწმების განხორციელების შემთხვევაში, მოწმობა ივსება შემოწმების შედეგების მონაცემების საფუძველზე. საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო შემოწმების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვე­ვაში, მოწმობა ივსება წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში – დანართი №4-ის შესაბამისად და ხორციელდება საქონლის გადაადგილება უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა (არასაბაჟო ორგანო) ადგილამდე საბაჟო გაცილების თანხლებით შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების მიზნით. აღნიშნულ მოწმობაზე დაისმება შტამპი – ,,ექვემდებარება შემოწმებას“.

3. ერთი მოწმობა ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე.

4. მოწმობა ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. დასაშვებია მე-9 გრაფაში მონაცემების ხელით ჩაწერა, რაც დადასტურებული უნდა იყოს საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

5. დასაშვებია მოწმობის ხელით შევსებაც. ინფორმაცია ხელით შევსებული მოწმობის ბლანკების სტამბური ნომრების, ასევე გახსნილი და დახურული TIR-კარნეტების შესახებ ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს, ხოლო პირველივე შესაძ­ლებ­ლობისთანავე ხელით შევსებული ბლანკების და TIR–კარნეტების მონაცემები შეიტანება ერთიან სისტემაში ელექტრონული სახით, დადგენილი წესით.

6. დასაშვებია მოწმობის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღები­სათვის.

7. მოწმობის კომპლექტი შედგება 3 სხვადასხვა ფერის (ყვითელი, ცისფერი და ვარდისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი ფურცელი (ყვითელი) ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს დადგენილი წესით;

ბ) მეორე ფურცელი (ცისფერი) თან მიყვება საქო­ნელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და რჩება საბაჟო ორგანოში;

გ) მესამე ფურცელი (ვარდისფერი) რჩება დეკლარანტს ან გადამზიდველს.

8. კონტროლზე აყვანისას მოწმობის ორივე ეგზემპლარზე დასაშვებია 1, 6, 9, 11, 13, 19, 20 და 24 გრაფებში შეტანილი არასწორი მონაცემების შესწორება ძველი მონაცემების გადახაზვით და ახალი მონაცემების ხელით შეტანით, რაც დამოწმებული უნდა იყოს საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

    მუხლი 8. მოწმობა №2-ის შევსებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები

1. მოწმობა ივსება გადამზიდველის მიერ, გარდა იმ გრაფებისა, რაც ივსება საბაჟო ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. ერთი მოწმობა ივსება ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე.

3. მოწმობა ივსება ქართულ ენაზე ხელით ან კომპიუტერის საბეჭდი მოწყო­ბილობის გამოყენებით.

4. დასაშვებია საბაჟო ორგანოს მიერ გრაფებში შეტანილი არასწორი მონაცემების შესწორება ძველი მონაცემების გადახაზვით და ახალი მონაცემების ხელით შეტანით, რაც დამოწმებული უნდა იქნეს საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

5. დასაშვებია მოწმობის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის.

6. შევსებული მოწმობის ყველა ეგზემპლარი წარედგინება საბაჟო მოხელეს, რომელიც დაარეგის-ტრირებს მათ, დაამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით.

7. მოწმობის კომპლექტი შედგება ექვსი სხვადასხვა ფერის (თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, მწვანე და ორი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი ფურცელი (თეთრი) რჩება საბაჟო კონტროლზე აყვანისას;

ბ) მეორე ფურცელი (ყვითელი) რჩება საზღვაო პორტს;

გ) მესამე ფურცელი (ვარდისფერი) რჩება საზღვაო პორტის დაცვას;

დ) მეოთხე ფურცელი (მწვანე) რჩება საბაჟო ორგანოს კონტროლიდან მოხსნისას;

ე) მეხუთე ფურცელი (ცისფერი) რჩება საბაჟო საწყობს;

ვ) მეექვსე ფურცელი (ცისფერი) რჩება საბაჟო გადამზიდველს.

    მუხლი 9

საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის გამოწერა და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში.

    მუხლი 10

საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის შევსებისას ან კონტროლიდან მოხსნისას, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი საბუთები და/ან ცნობები.

თავი II

მოწმობის და მოწმობა №2-ის შევსების წესი

    მუხლი 11. მოწმობის შევსების წესი

1. გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ ივსება შემდეგი გრაფები: 1, 2, 4, 5, 6, 7, 7ა, 8, 8ა, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, A, B, C.

2. გრაფა A – გრაფაში აღინიშნება გამგზავნი საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება.

3. გრაფა 1 – ,,ექსპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავ­ნის (გამომგზავნების) რეკვიზიტები:

ა) იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელწოდება და იურიდიული მისამარ-თი. თუ გამომგზავნი ერთზე მეტია, გრაფაში შედის ყველა მიმღების რეკვიზიტები;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი;

გ) ერთზე მეტი ფიზიკური პირის შემთხვევაში აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ,,იხ. დანართი“ და მოწმობას თან დაერთვის საბაჟო მოხელის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით დამოწმებული პირების სრული სია მათი კუთვნილი საქონლის რაოდენობა ადგილების მითითებით;

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირე­ბული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით 30 დღემდე ვადით შემოტანისას გრაფაში ჩაიწერება ამ სატრანსპორტო საშუალების შემომყვანის რეკვიზიტები;

ე) ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – მძღოლის სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი.

4. გრაფა 2 – ,,ფორმები“ – გრაფაში აღინიშნება – ,,1“.

5. გრაფა 4 – ,,საქონლის რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) საქონლის რაოდენობა;

ბ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება.

6. გრაფა 5 – ,,ადგილების რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) სასაქონლო პარტიის ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში. არარსებობის შემთხვევაში აღინიშნება – ,,1“;

ბ) საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით და ა.შ. რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში როგორც სატვირთო ადგილი;

გ) იმ უმცირესი შეფუთვის რაოდენობა, რითაც შესაძლებელია მათი კუთვნილების იდენტიფიცირება, რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება.

7. გრაფა 6 – ,,იმპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) საქონლის მიმღების (მიმღებების) რეკვიზიტები:

ა.ა.) თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია – მისი სრული სახელწოდება და მისამართი;

ა.ბ.) თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი;

ბ) ერთზე მეტი ფიზიკური პირის შემთხვევაში აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ,,იხ. დანართი“ და მოწმობას თან დაერთვის საბაჟო მოხელის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით დამოწმებული პირების სრული სია მათი კუთვნილი საქონლის ადგილების მითითებით;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შემოტანისას 30 დღემდე ვადით და საქართველოში არარეგისტრი­რებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორ­ტისთვის 10 დღემდე ვადით შემოტანისას გრაფაში ჩაიწერება ამ სატრანსპორტო საშუალების შემომყვანის რეკვიზიტები;

დ) ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – მძღოლის სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი.

8. გრაფა 7 – ,,გამომგზავნი ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო თუ გამომგზავნი ქვეყანა რამდენიმეა, მიეთითება პირველი.

9. გრაფა 7ა – ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი.

10. გრაფა 8 – ,,დანიშნულების ქვეყანა“ – გრაფაში მიეთითება დანიშნუ­ლების ქვეყნის მოკლე დასახელება, ხოლო თუ დანიშნულების ქვეყანა რამდენიმეა, მიეთითება პირველი.

11. გრაფა 8ა – ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი.

12. გრაფა 9 – ,,სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში“ – გრაფაში აღინიშ­ნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი). სარკინიგზო გადაზიდვების შემ­თხვე­­ვაში გრაფაში იწერება ,,იხ. დანართი“ და მოწმობის ორივე ეგზემპლარს დაერთვის სარკინიგზო ვაგონის, კონტეინერის და საბაჟო ორგანოების მიერ დადებული ლუქის ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

13. გრაფა 10 – ,,კონტეინერი“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) 1 – თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება მოწმობის მე-13 გრაფაში;

ბ) 0 – თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით.

14. გრაფა 11 – ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღი­ნიშ­ნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწო­დებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუ­ალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამგვარი მონაცემები).

15. გრაფა 12 – ,,ტრანსპორტის სახეობა“ – გრაფაში ჩაიწერება მე-9 გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების კოდი.

16. გრაფა 13 – ,,საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) საქონლის დასახელება, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტი­ფიცირების შესაძლებლობას, თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. მსუბუქი ავტომანქანების შემთხვევაში ჩაიწერება VIN (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი) ნომერიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ მათი ნომრები, თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი“. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში ჩაიწერება – ,,იხ. დანართი“;

გ) მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა;

დ) ,,სხვადასხვა დასახელების საქონელი“ – თუ, რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება;

ე) ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში დროებითი შემოტანა“ – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით 30 დღემდე ვადით შემოტანისას;

ვ) ,,სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი“ – ტრანზიტულად გადაადგ­ილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის დროს;

ზ) ,,ჰუმანიტარული საქონელი“ – ჰუმანიტარული დანიშნულებით შემო­ტანილი ტვირთების შემთხვევაში;

თ) ,,სხვადასხვა“ – თუ საქონლის დასახელება აღემატება ოთხს.

17. გრაფა 14 ,,საქონელი №“ – გრაფაში აღინიშნება – ,,1“.

18. გრაფა 15 – ,,საქონლის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) ,,1000“;

ბ) აქციზური საქონლის დეკლარირებისას საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენ­კლატურის მიხედვით – რვანიშნამდე სიზუსტით, ხოლო მსუბუქი ავტომანქანების შემთხვევაში – 8703);

გ) ,,7700“ – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასა­ხელების საქონლის) შე-მოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო სხვა მონაცემების დაზუსტება, ასევე ამ მუხლის მე-16 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) ,,9900“ – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარე­გის­­ტრი­­რე­ბული ავტოსატ-რანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით 30 დღემდე ვადით შემოტანისას;

ე) ,,9800“ – ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორ­ტო საშუალე­ბების შემოსვლის დროს.

19. გრაფა 16 – ,,საერთო წონა (კგ)“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) მთელი რიცხვის სახით საერთო წონა კილოგრამებში;

ბ) რკინიგზით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში გრაფაში იწერება საქონ­ლის წონა კილოგრამებში;

გ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემო-ტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება;

დ) 1 – საქართველოში თავისი სვლით გადაადგილებული მსუბუქი და ცარიელი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მისაბმელების, ნახევრად­ისაბმელებისა და კონტეინერების ჩათვლით) შემთხვევაში.

20. გრაფა 17 – ,,წონა (კგ)“ – გრაფაში ჩაიწერება:

ა) მთელი რიცხვის სახით საქონლის (რამდენიმე საქონლის) წონა კილოგრამებში;

ბ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასა­ხელების საქონლის) შემოტა-ნის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება;

გ) 1 – საქართველოში თავისი სვლით გადაადგილებული მსუბუქი და ცა­რიელი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მისაბმელების, ნახევრად­ისაბმელებისა და კონტეინერების ჩათვლით) შემთხვევაში.

21. გრაფა 18 – ,,გადაიტვირთა მოწმობა №“ – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდა საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში ან მისი გადამისამართება. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები მოწმობის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

22. გრაფა 19 – ,,სატრანსპორტო დოკუმენტები“ – გრაფაში აღინიშნება წარდგენილი დოკუმენტაციის ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში – ,,დანართი №4".

23. გრაფა 20 – ,,პასუხისმგებელი“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) დეკლარანტის რეკვიზიტები;

ბ) დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – გადამზიდველის სალიცენზიო მოწმობის ნომერი;

გ) დეკლარანტის ან გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, ხოლო არსებობის შემთხვევაში – ბეჭედი;

დ) საქონლის რკინიგზით გადაადგილების დროს მოცემულ გრაფა­ში მიეთითება, რომ მოწმობა და საქონელი მიიღო რკინიგზის წარმომადგენელმა.

24. გრაფა 21 – ,,დანიშნულების ადგილი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების კანონმდებლობით დადაგენილი სხვა (არასაბაჟო ორგანო) ადგილი.

25. გრაფა 22 – ,,მოწმობა №“ – გრაფაში აღინიშნება მოწმობის სტამბური ნომერი.

26. გრაფა 23 – ,,დანიშნულების საბაჟო“ – გრაფაში აღინიშნება დანიშნულების საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება.

27. გრაფა 24 – გრაფაში აღინიშნება:

ა) ,,მებაჟეს“ გასწვრივ გამგზავნი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის პირადი ნომერი;

ბ) ,,ლუქის ნომრების“ გასწვრივ – სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული ლუქის ნომრები. თუ ლუქი არ არის დადებული, ასევე სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში აღინიშნება – 0;

გ) ,,გამოცხადების თარიღის“ გასწვრივ 23-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოში მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული გამოცხადების თარიღი;

დ) ,,დროის“ გასწვრივ შევსების დრო.

28. გრაფა 25 – ,,ადგილი და თარიღი“ – გრაფაში მიეთითება მოწმობის შევსების ადგილი და თარიღი.

29. გრაფა B – გრაფაში აღინიშნება მოწმობის რეგისტრაციის ნომერი.

30. გრაფა C – გრაფაში უნდა დაისვას გამგზავნი საბაჟო ორგანოს დამღა – ,,აყვანილია კონტროლზე“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს შევსების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.

    მუხლი 12. დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა D – გრაფაში აღინიშნება კონტროლიდან მოხსნის ნომერი, რომელიც მოწმდება პასუხის-მგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

2. გრაფა E – გრაფაში უნდა დაისვას 23-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოს დამღა – ,,მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.

    მუხლი 13

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების ადგილზე (არა­საბაჟო ორგანო) წარ-დგენის დადასტურება ხდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით, სადაც მიეთითება წარდგენის თარიღი და დრო, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში–რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედდებულზე გაკეთებული აღნიშვნით, რაც საბაჟო ორგანოს წარედგინება მოწმობასთან ერთად.

    მუხლი 14. მოწმობა №2-ის შევსების წესი

1. მოწმობის №2 შედგება ორი რიცხვისაგან. პირველი რიცხვის ოთხნიშნა ციფრი წარმოადგენს მოწმობის დამმოწმებელი საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის ნომერს, ხოლო მეორე რიცხვის ხუთნიშნა ციფრი – მოწმობის სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის რიგით ნომერს. ჟურნალში ნუმერაცია განახლდება ყოველი წლის დასაწყისიდან.

2. გრაფა ,,გადამზიდველი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის პასუხისმგებელი გადამზიდველის სრული დასახელება და რეკვიზიტები, გადამზიდველის სალიცენზიო მოწმობის ნომერი.

3. გრაფა ,,საბაჟო ორგანო“ – მიეთითება იმ საბაჟო ორგანოს დასახელება და ხუთნიშნა კოდი, რომლის მიერაც ხდება მოწმობის დამოწმება.

4. გრაფა ,,განწესის ნომერი“ – აღინიშნება იმ განწესის ან დავალების ნომერი, რომლის საფუძ-ველზეც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.

5. გრაფა ,,წინმსწრები აღრიცვის მოწმობის ნომერი“ – მიეთითება წინმსწრები მოწმობის ნომერი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. გრაფა ,,შევსების თარიღი და დრო“ – მიეთითება მოწმობის შევსების თარიღი და დრო.

7. გრაფა ,,კონტეინერების რაოდენობა“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუ­ალებაზე მოთავსებული კონტეინერების რაოდენობა.

8. გრაფა ,,გაგზავნის ადგილი“ – მიეთითება საზღვაო პორტის ან საბაჟო საწყობის დასახელება, საიდანაც იგზავნება საქონელი, ასევე საწყობის სანებართვო მოწმობის ნომერი.

9. გრაფა ,,დანიშნულების ადგილი“ – მიეთითება საზღვაო პორტის ან საბაჟო საწყობის დასახელება, სადაც იგზავნება საქონელი, ასევე საბაჟო საწყობის სანებართვო მოწმობის ნომერი.

10. გრაფა ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე, რეისი“ – მიეთითება საზღვაო – სატრანსპორტო საშუალების დასახელება და რეისი.

11. გრაფა ,,მძღოლი“ – ჩაიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის გვარი გარკვევით.

12. გრაფა ,,ა/მ ტიპი“ – ჩაიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი.

13. გრაფა ,,ა/მ №“ – ჩაიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგის­ტრა­ციო №.

14. გრაფა ,,მისაბმელი“ – ჩაიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების მისაბმელის №.

15. ცხრილის პირველ სვეტში მიეთითება კონტეინერის №.

16. ცხრილის მეორე სვეტში მიეთითება კონტეინერის ტიპი.

17. ცხრილის მესამე სვეტში მიეთითება ფაქტობრივი ლუქის ნომრები.

18. ცხრილის მეოთხე სვეტში მიეთითება საქონლის დასახელება სიტყვიერად.

19. ცხრილის მეხუთე სვეტში მიეთითება საქონლის ბრუტო წონა.

20. გრაფა ,,ოპერატორი“ – აღინიშნება აგენტისა და/ან ექსპედიტორის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და დაისმება ბეჭედი.

21. გრაფა ,,გადაზიდვაზე პასუხისმგებელი“ – დაისმება გადაზიდვაზე პასუხის­მგებელი პირის ხელმოწერა.

22. გრაფა ,,გამოცხადების თარიღი და დრო“ – მიეთითება დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ფაქტობრივი დრო. საბაჟო საწყობში საქონლის შეტანისას გრაფას ავსებს საწყობის საამისოდ უფლებამოსილი პირი. მოწმობის ყველა წარდგენილ ეგზემპლარზე დაისმება საწყობის შტამპი. მოწმობის ეგზემპლარები საბაჟო მოხელეს წარედგინება პირველი შესაძლებლობისთანავე. პორტში შეტანისას გრაფას ავსებს საბაჟო მოხელე და დაამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.

23. გრაფა ,,აყვანილია კონტროლზე“ – დაესმება შტამპი ,,აყვანილია კონტროლზე“ და საბაჟო ორგა-ნოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭედი, ხელ­მოწერა და თარიღი.

24. გრაფა ,,მოხსნილია კონტროლიდან“ – დაესმება შტამპი ,,მოხსნილია კონტროლიდან“ და საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭედი, ხელმოწერა და თარიღი. საზღვაო ტრანსპორტზე საქონლის გადატვირთვისას მოწმობის კონტროლიდან მოხსნის საფუძველია დატვირთვის დამადასტურებელი დოკუმენტი (მანიფესტი, გენერალური აქტი, სურვეიერის აქტი და სხვა).

25. გრაფებში, რომელიც არ ივსება, იწერება ,,––––“ (ტირე).

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15

მოწმობა, თანდართული სატრანსპორტო დოკუმენტები და ცნობები ინახება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2