დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.10.003.024962 |
|
„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/04/2015, 010130000.10.003.018561) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. დანართ №1-ის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები, სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭებათ დიპლომატიური რანგი, საქართველოს საპატიო კონსულები, დიპლომატიური კურიერები, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე, თავდაცვის ატაშეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომერციული ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;“. 2. დანართ №2-ის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველადი სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებსაც არ ენიჭებათ დიპლომატიური რანგი, სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები