დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024959 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს
შენიშვნა: 1. სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილზე, 1104 19 610 00, 1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოზე ნებართვა წარედგინება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) დეკლარირებისას. 2. ნებართვა არ ესაჭიროება: ა) არაუმეტეს 200 კილოგრამის ოდენობის სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილს, 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოს; ბ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებულ ფქვილს, ქატოს ან/და სეს ესნ-ის 1003 სასაქონლო პოზიციაში შემავალი ქერის გადამუშავების შედეგად მიღებულ სეს ესნ-ის 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ საქონელს; გ) სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილს, 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოს ან/და 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერს, მათზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში. 3. სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილზე, 1003 და 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოზე ნებართვის გამცემი ორგანოა ეროვნული სააგენტო. 4. *სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონლიდან ნებართვა ესაჭიროება მხოლოდ ქატოს.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები