„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 06-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 05/03/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016095
06-ს
05/03/2025
ვებგვერდი, 11/03/2025
010240010.30.060.016095
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის N02-ს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), ვებგვერდი, 11/02/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.060.016093) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  კანონის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროდ.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო ჩაითვალოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფლებამონაცვლედ.

3. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ მიღებული და გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე.

4. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, სათანადო უწყებების წარდგინებით, უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა.“.

2. კანონს დაემატოს „21“ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21

ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.“.

3. კანონის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 14 მარტიდან.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი

5 მარტი 2025 წ.

ქ. თბილისი

N06-ს