დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 27/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.010.000.22.030.008.543 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.008.543
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №152
2006 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპრტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006, №17, მუხ. 203) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
1. საკონსულო დაცვის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საკონსულო სფეროში არსებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინადადებების შემუშავება;
ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობების სახელშეკრულებო, სამართლებრივი ბაზის განვითარება და სრულყოფა საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
გ) საკონსულო სამართლის სფეროში შემავალ ნორმატიულ აქტებზე და საქმეებზე დასკვნების მომ-ზადება;
დ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და დახურვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) საპატიო კონსულთა საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) საკონსულო პატენტის მომზადება;
ზ) საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება;
თ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი კონსულტა-ციის გაწევა;
ი) საქართველოსა და უცხო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღება;
კ) ექსტრადაციისა და მსჯავრდებულების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება;
მ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის ანალიზი და აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო დასკვნის სისტემატური მომზადება;
ნ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ო) საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
პ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად საინფორმაციო მასალისა და წინადადებების მომზადება;
ჟ) საკონსულო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან საქართველოს მიერთების შესახებ წინადადებების მომზადება;
რ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;
ს) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნასა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება;
ტ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზი და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
უ) საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა ოპერატიული გადაწყვეტა იმ უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის დაარსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;
ფ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია);
ქ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის უწყებებიდან დოკუმენტების გამოთხოვა;
ღ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და სანოტარო საქმიანობაში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;
ყ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდება;
შ) საქართველოში დაკავებულ უცხოელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის;
ჩ) მოქალაქეთა იმ კერძო წერილებზე მუშაობა, რაც შეეხება საზღვარგარეთ მათი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფას.
2. საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის კომისიისათვის წარდგენა;
ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე საქართველოს პასპორტის გაცემა, თუ იმ სახელმწიფოში არ არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;
გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, დასაბრუნებელი მოწმობისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარება;
დ) საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა, ჩამორთმევა, შენახვა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება.
3. სავიზო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმება;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა სავიზო საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია;
გ) საქართველოს სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) საქართველოში უკანონო მიგრანტთა გამოსავლენად შესაბამის უწყებებთან დადგენილი წესით თანამშრომლობა;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ინფორმირება იმ პირთა შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
ზ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;
თ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივ მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციებისა და საჯარო მოხელეთა სავიზო უზრუნველყოფა;
ი) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, ასევე მძიმე ავადმყოფი ახლო ნათესავის მოსანახულებლად ან გარდაცვლილი ახლო ნათესავის გადმოსასვენებლად მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;
კ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სემინარებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;
ლ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა მოწვევით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;
ნ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის დავალებით საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის პირველი მაისიდან.
გ. ბეჟუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები