ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016017
20
06/03/2025
ვებგვერდი, 10/03/2025
000000000.00.143.016017
ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №20

2025 წლის 6 მარტი

ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის  სოფელ ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 28 იანვრის N17320 და 2025 წლის 31 იანვრის N21261 ინიციატივა, ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე, რომელსაც ელექტრონული სახით ერთვის გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკები, შექმნილი ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის მეთოდით, რასთანაც დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით არცერთი გეოგრაფიული ობიექტი არ არის სახელდებული.

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. განხორციელდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება არაბული ციფრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული დანართების შესაბამისად(თან ერთვის).

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე: www.khashuri.org.ge -ზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ნინო ლიპარტელიანი