დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.102.016232 |
|
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/12/2024; 010250050.35.102.016228) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცნობა ან/და მარჩენალდაკარგულის სტატუსის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში)“; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სოციალური დახმარების მიმღებ პირს (ბენეფიციარს) შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს ამ წესის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის გამონაკლისის გათვალისწინებით. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების მიმღებ პირებს (ბენეფიციარებს) შეუძლიათ ისარგებლონ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, წლის განმავლობაში განსაზღვრული ოდენობის თანხის ამოწურვამდე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები