„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 06/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016738
3
06/03/2025
ვებგვერდი, 10/03/2025
300310000.16.009.016738
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2025 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის N22 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 27/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.16.009.016373, შემდგომში - დადგენილება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილების N1 დანართით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საქმიანობის წინასწარი ლიცენზიები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაიცეს „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული პირობებისა და ამ წესების შესაბამისად.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აწარმოებს ლიცენზიებისა და ლიცენზიატების, ასევე წინასწარი ლიცენზიებისა და მათი მფლობელების უწყებრივ რეესტრს;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს გაცემული, შეცვლილი, შეჩერებული ან გაუქმებული ლიცენზიების და ლიცენზიატების, ასევე წინასწარი ლიცენზიებისა და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციის (მოქმედი ლიცენზიატების საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით) რეესტრის წარმოებასა და ვებგვერდზე გამოქვეყნებას;“;

გ) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181. წინასწარი ლიცენზიის გაცემა

1. წინასწარი ლიცენზიის გაცემის მიზნით კომისია იღებს გადაწყვეტილებას „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. თუ კომისია დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას წინასწარი ლიცენზიის გაცემის თაობაზე, წინასწარი ლიცენზია ჩაითვლება გაცემულად. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარი ლიცენზიის გაცემის დადასტურება, ხოლო კომისია ვალდებულია, დაუყოვნებლივ, წერილობით დაადასტუროს წინასწარი ლიცენზიის გაცემა. კომისიამ უნდა მიუთითოს:

ა) წინასწარი ლიცენზიის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) საქმიანობის სახე;

გ) წინასწარი ლიცენზიის მოქმედების ვადა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემული წერილობითი დოკუმენტი წარმოადგენს წინასწარი ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელ საბუთს.

4. მას შემდეგ, რაც წინასწარი ლიცენზიის მფლობელი წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტებს, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დადასტურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას გაიცემა სალიცენზიო მოწმობა.“;

დ) 24-ე მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონაცემები ლიცენზიატის/წინასწარი ლიცენზიის მფლობელის შესახებ: სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;

ბ) მონაცემები ლიცენზიატის/წინასწარი ლიცენზიის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;

გ) ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად გაცემული ლიცენზიების სახეები და მათი მონაცემები, ლიცენზიის/წინასწარი ლიცენზიის გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღისა და ნომრის ჩათვლით;“;

დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიამ თავის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ლიცენზიატთა და წინასწარი ლიცენზიის მფლობელთა სია ანბანური თანმიმდევრობით, სექტორების შესაბამისად, ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია.“;

დ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კომისიამ ლიცენზიატებისა და წინასწარი ლიცენზიის მფლობელების შესახებ უნდა აწარმოოს ორი დამოუკიდებელი უწყებრივი რეესტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგივი სანიკიძე