დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 1 მარტს დასრულებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 05/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება №07-ს
2025 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 1 მარტს დასრულებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2025 წლის 1 მარტს დასრულდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. ე.წ. არჩევნები კვლავაც რუსული ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პირობებში ჩატარდა როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო აცხადებს: უკანონოდ იქნეს ცნობილი 2025 წლის 1 მარტს აფხაზეთში დასრულებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები