„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.605860
6
07/03/2025
ვებგვერდი, 10/03/2025
010250050.35.124.605860
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2025 წლის 7 მარტი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge,  24.01.2018წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016280)   შეტანილი იქნეს შემდეგი სახის  ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების:

1. მე-4 მუხლის ( აპარატის უფროსი) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – აპარატის უფროსი, რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე. აპარატის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარესთან გაფორმებული ადმინისტრაციული  ხელშეკრულებით.“.

2. მე-6 მუხლი (აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურეები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. აპარატის  საჯარო მოსამსახურეები

1. აპარატის  საჯარო მოსამსახურეებია: პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი და მე-3 რანგის უფროსი  სპეციალისტები,  რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და  სამუშაო აღწერილობების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე