„ტექნიკური რეგლამენტის − თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №636 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №636 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024957
67
06/03/2025
ვებგვერდი, 07/03/2025
240110000.10.003.024957
„ტექნიკური რეგლამენტის − თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №636 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„ტექნიკური რეგლამენტის − თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №636 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №67

2025 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №636 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №636  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 240110000.10.003.019703) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიის (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმების და დიაგნოსტიკის მეთოდების“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. თავი II ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიის (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) აღმოფხვრა, აღიარების სტატუსი და დიაგნოსტიკური მეთოდები

მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები ჯანმრთელობის შემოწმებისა და ნიმუშის აღების შესახებ

1. ჯანმრთელობაზე შემოწმება და, ნიმუშების აღება ზედამხედველობისთვის უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჯანმრთელობაზე შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღება, უნდა ჩატარდეს წლის იმ პერიოდში, როდესაც წყლის ტემპერატურა 14 °C-ზე დაბალია, ან როდესაც ტემპერატურა 14 °C-ზე ქვემოთ არ ჩადის, ნიმუშები უნდა იქნეს აღებული ყველაზე დაბალ წლიურ ტემპერატურაზე;

ბ) როდესაც ველურ პოპულაციებში მიზანმიმართული ზედამხედველობაა საჭირო, აღმოფხვრის პროგრამაში არსებული აკვაკულტურის საწარმოების (შემდგომ – საწარმო) მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ნიმუშის აღების წერტილების რაოდენობა და გეოგრაფიული განაწილება ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტის გონივრული დაფარვის მისაღებად. ნიმუშის აღების წერტილები უნდა იყოს წარმომადგენლობითი სხვადასხვა ეკოსისტემისთვის, სადაც განლაგებულია ამთვისებელი სახეობების ველური პოპულაციები;

გ) როდესაც საწარმოები ან ველური პოპულაციები ექვემდებარებიან ჯანმრთელობაზე შემოწმებას ან ნიმუშების აღებას წელიწადში ერთზე მეტად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 და მე-5 მუხლების  შესაბამისად, ჯანმრთელობაზე შემოწმებასა და ნიმუშების შეგროვებას შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე ოთხი თვე, ან რაც შეიძლება ხანგრძლივი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტემპერატურული მოთხოვნების გათვალისწინებით;

დ) ყველა საწარმოო ერთეული, როგორიცაა წყალსატევები, ავზები და ბადისებრი გალიები, უნდა შემოწმდეს მკვდარი, სუსტი ან ანომალური ქცევის თევზის გამოსავლენად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყალსაგდების (გამშვების) პუნქტს, სადაც გროვდება სუსტი თევზი წყლის დინებიდან გამომდინარე;

ე) ნიმუშის ასაღებად უნდა განხორციელდეს „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილების დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებები“ განსაზღვრული VHS-ისა და IHN-ის ამთვისებელი სახეობების (შემდგომ – სიით განსაზღვრული) თევზების შერჩევა  შემდეგი წესების დაცვით:

ე.ა) ცისარტყელა კალმახის არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ ამ სახეობის თევზი უნდა შეირჩეს ნიმუშის აღებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სხვა ამთვისებელი თევზების სახეობები, რომლებიც აჩვენებენ VHS-ის ან IHN-ის ნიშნებს; ცისარტყელა კალმახის არარსებობისას, ნიმუში უნდა იქნეს აღებული ყველა სხვა ამთვისებელი სახეობის თევზისგან, რომელიც ადგილზე იმყოფება;

ე.ბ) პირველ რიგში უნდა შეირჩეს სუსტი, ანომალური ქცევის ან ახლი მკვდარი (გაუხრწნელი) თევზი, ასეთის არსებობისას, თუ თევზის საწარმოებლად გამოყენებულია ერთზე მეტი წყლის წყარო, თევზის ნიმუში აიღება იმ ადგილიდან, სადაც თავს იყრის ყველა წყლის წყარო;

ე.გ) საწარმოში ნიმუშისთვის თევზები ისე უნდა შეირჩეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ წარმოების ყველა ერთეულს, როგორიცაა ბადისებრი გალიები, წყალსატევები და ავზები; ნიმუშში ასევე პროპორციულად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ასაკობრივი ჯგუფი.

2. VHS-ზე ან IHN-ზე თავისუფალი სტატუსი შეიძლება  მიენიჭოს მხოლოდ ქვეყანას, ზონას ან კომპარტმენტს VHS-ზე ან IHN-ზე ჯანმრთელობის უცნობი სტატუსის პირობებში, თუ:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შერჩეული ყველა საწარმო და, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის აღების წერტილები ველურ პოპულაციაში, ექვემდებარება ერთ-ერთ შემდეგ მოდელს:

ა.ა) მოდელი A — ორწლიანი საზედამხედველო პროგრამა

საწარმოები ან ნიმუშის აღების პუნქტები უნდა ექვემდებარებოდნენ ჯანმრთელობაზე შემოწმებას და ნიმუშის აღებას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის  დანართი №1-ის „სქემა ქვეყნის, ზონისა და კომპარტმენტისთვის, ორწლიანი კონტროლის პერიოდისთვის A  მოდელის თანახმად, რომელიც წინ უსწრებს VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის მოპოვებას“ შესაბამისად.  ამ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი, რომელიც ჩატარებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით, უნდა იყოს უარყოფითი VHS ან IHN დაავადებებზე. გარდა ამისა, VHS ან IHN-ის ეჭვი უნდა გამოირიცხოს  ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღებისა და დიაგნოსტიკური მეთოდების მიხედვით;

ა.ბ) მოდელი B — ოთხწლიანი სქემა შემცირებული ნიმუშების რაოდენობით

 საწარმოები ან ნიმუშის აღების პუნქტები უნდა ექვემდებარებოდნენ ჯანმრთელობაზე  შემოწმებას და ნიმუშების აღებას არანაკლებ ოთხი წლის განმავლობაში,  ამ ტექნიკური რეგლამენტის  დანართი №2-ის „სქემა ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტისთვის, რომლებიც იყენებენ შემცირებული ნიმუშის ზომას 4-წლიანი საკონტროლო პერიოდისთვის B მოდელის თანახმად,  რომელიც წინ უსწრებს VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის მოპოვებას“ შესაბამისად.

ამ ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი, რომელიც ჩატარებულია  ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით, უნდა იყოს უარყოფითი VHS ან IHN დაავადებებზე. ასევე, VHS ან IHN-ის ნებისმიერი ეჭვი უნდა გამოირიცხოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღებისა და დიაგნოსტიკური მეთოდების მიხედვით;

ბ) თუ VHS ან IHN იქნა აღმოჩენილი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ზედამხედველობის დროს, ახალი ორწლიანი ან ოთხწლიანი სქემის დაწყებამდე შესაბამისი საწარმოები ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში უნდა:

ბ.ა) დაექვემდებაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის  29-ე-36-ე მუხლებით განსაზღვრულ დაავადების კონტროლის მინიმალურ ზომებს;

ბ.ბ) ხელახლა მოაშენოს თევზი საწარმომ, რომელიც მდებარეობს VHS-სა ან IHN-ს აღიარებული სტატუსის მქონე ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, ან საწარმომ, რომელიც მდებარეობს ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, რომელსაც გააჩნია VHS-ის ან IHN-ის აღმოფხვრის პროგრამა.

მუხლი 4. VHS-ზე ან IHN-ზე თავისუფალი სტატუსის მინიჭება ქვეყანაში, ზონასა და კომპარტმენტში, რომლებიც ცნობილია როგორც VHS-ით, ასევე IHN-ით დაინფიცირებული

1. VHS-ზე ან IHN-ზე თავისუფალი სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ქვეყანას, ზონას ან კომპარტმენტს, რომელიც ცნობილია, რომ დაინფიცირებულია VHS-ით ან IHN-ით, თუ ყველა საწარმო, რომელიც ინახავს სიით განსაზღვრულ სახეობებს ამ ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში ექვემდებარება აღმოფხვრის პროგრამას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  ამ ტექნიკური რეგლამენტის  26-ე-36-ე მუხლებით გათვალისწინებული მინიმალური კონტროლის ზომები იქნა ეფექტურად გამოყენებული და შესაბამისი ზომის შემზღუდველი  ზონა, როგორც ეს გათვალისწინებულია  ამ ტექნიკური რეგლამენტის  29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, საჭიროების შემთხვევაში, იქნა დაყოფილი დამცავ და საზედამხედველო ზონად; მოწყობილ იქნა VHS-ით ან IHN-ით ინფიცირებულად გამოცხადებული საწარმოს/საწარმოების სიახლოვეს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) ყველა საწარმო, რომელიც ინახავს სიით განსაზღვრულ სახეობებს დამცავ  ზონაში, ან სადაც დამცავი ზონა არ არის დადგენილი, შემზღუდველი  ზონა, რომელიც არ არის ინფიცირებული VHS-ით ან IHN-ით, უნდა დაექვემდებაროს მოკვლევას, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგ ელემენტებს:

ბ.ა) ნიმუშების შეგროვება 10 თევზის შესამოწმებლად, როდესაც აღინიშნება კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანება, რომელიც შეესაბამება VHS ან IHN ინფექციას, ან მინიმუმ 30 თევზი, როდესაც კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანება არ შეინიშნება;

ბ.ბ) ყველა იმ საწარმოში, სადაც  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, ჯანმრთელობაზე შემოწმება  უნდა გაგრძელდეს თვეში ერთხელ იმ პერიოდში, როდესაც წყლის ტემპერატურა 14 °C-ზე დაბალია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თევზის ტბორები, წყალსატევები, ავზები ან ბადისებრი გალიები დაფარულია ყინულით, სანამ დამცავი ზონა არ იქნება დაყვანილი ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) შესაბამისი საწარმოები უნდა გათავისუფლდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის  33-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, დასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია ამ ტექნიკური რეგლამენტის  34-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და  ამ ტექნიკური რეგლამენტის  35-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად - სანაცია.  ამ ტექნიკური რეგლამენტის  35-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული  პერიოდის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 6 კვირა. როდესაც ერთი და იმავე დამცავ ზონაში დაინფიცირებული ყველა საწარმო, ან სადაც დამცავი ზონა არ არის დადგენილი, შემზღუდველი  ზონაში გათავისუფლდება/დაიცლება, უნდა ჩატარდეს სინქრონული სანაცია არანაკლებ 3 კვირა. როდესაც ხდება დაინფიცირებული საწარმოების სანაცია, შემზღუდველი  ზონა ან დამცავი ზონა უნდა გადაკეთდეს საზედამხედველო ზონად ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სქემის შესრულებამდე;

დ) ლიფსიტის ხელახალი ჩასმა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დაინფიცირებული საწარმო დაიცალა, დასუფთავდა, ჩაუტარდა დეზინფექცია და სანაცია ამ  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ყველა საწარმო, გარდა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულისა, რომელიც ინახავს სიით განსაზღვრულ სახეობებს ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, სადაც ძალაშია აღმოფხვრის პროგრამა და როდესაც საჭიროა ველური პოპულაციების ზედამხედველობა, ნიმუშის აღების ყველა პუნქტი შერჩეულია ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდგომში უნდა დაექვემდებაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სქემას;

ვ) ინდივიდუალურ საწარმოს, რომელიც ინახავს სიით განსაზღვრულ სახეობებს და რომელსაც აქვს მიმდებარე წყლის პუნქტების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან დამოუკიდებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ არის ვალდებული დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სქემა დაავადების აფეთქების შემდეგ, იმ პირობით, თუ საწარმო აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს  და ხელახლა განაშენიანებულია თევზით, რომელიც მოპოვებულია VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის მქონე ქვეყნიდან, ზონიდან ან კომპარტმენტიდან.

2. აკრძალული ზონა უნდა განისაზღვროს შემთხვევათა მიხედვით და:

ა) გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ VHS-ის ან IHN-ის გავრცელების რისკებზე დაჭერილ და ტბორის თევზებზე, როგორიცაა:

ა.ა) თევზის სიკვდილიანობის რაოდენობა, მაჩვენებელი და განაწილება VHS ან IHN-ით ინფიცირებულ საწარმოებში ან აკვაკულტურის სხვა საწარმოებში;

ა.ბ) მეზობელ საწარმომდე მანძილი და სიმჭიდროვე;

ა.გ) სასაკლაოებთან სიახლოვე;

ა.დ) საკონტაქტო საწარმოები;

ა.ე) საწარმოებში არსებული სახეობები;

ა.ვ)  დაინფიცირებულ და მეზობელ საწარმოებში გამოყენებული ფერმერული პრაქტიკები;

ა.ზ) ჰიდროდინამიკური პირობები; და

ა.თ) გამოვლენილი სხვა ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის ფაქტორები;

ბ) გეოგრაფიული დემარკაცია სანაპირო სივრცეებში უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ბ.ა) დამცავი ზონა უნდა შედგებოდეს არეალისაგან, რომელიც იმყოფება VHS-ით ან IHN-ით  ინფიცირებული საწარმოს ცენტრიდან, არანაკლებ ერთი მოქცევის რადიუსის ან არანაკლებ 5 კილომეტრის რადიუსის წრეში, რომელიც უფრო დიდი იქნება, ან შესაბამისი ჰიდროდინამიკისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით განსაზღვრული ეკვივალენტური სივრცისგან;

ბ.ბ) საზედამხედველო  ზონა უნდა შედგებოდეს დამცავი ზონის მიმდებარე ტერიტორიისგან, გადამკვეთი მოქცევის ზონისგან ან დამცავი  ზონის მიმდებარე ტერიტორიისგან და იმყოფებოდეს დამცავი  ზონის ცენტრიდან 10-კილომეტრიანი რადიუსის წრეში; ან შესაბამისი ჰიდროდინამიკური ან ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით განსაზღვრული ეკვივალენტური სივრცისგან; ან

ბ.გ) სადაც არ არის დადგენილი ცალკეული დამცავი  და საზედამხედველო ზონები, შემზღუდველი  ზონა უნდა შედგებოდეს ტერიტორიისგან, რომელიც მოიცავს როგორც დამცავ ზონას, ასევე საზედამხედველო  ზონას;

გ) გეოგრაფიული დემარკაცია შიდა ტერიტორიებში უნდა მოიცავდეს მთელ წყალშემკრებს, რომელშიც მდებარეობს VHS-ით ან IHN-ით დაინფიცირებული საწარმო. კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს აკრძალული ზონის არეალი წყალშემკრებ ზონის ნაწილებზე, იმ პირობით, რომ ეს შეზღუდვა არ დაარღვევს დაავადების კონტროლის ზომებს VHS-თან ან IHN-თან მიმართებაში.

3. საწარმო, რომელიც განაახლებს თავის საქმიანობას აღნიშნული დაავადების დადასტურების შემდეგ, ითვლება დადასტურებული დაავადებისგან თავისუფლად, იმ პირობით, რომ:

ა) ცხოველების, რომელთა რეპოპულაცია განხორციელდა, არის საწარმოდან, რომელიც მდებარეობს დაავადებისგან თავისუფალ ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში,  დაავადებაზე წარმომადგენლობითი (რეპრეზენტატიული) ნიმუში აღებული იქნა  საწარმოს  დასუფთავების, დეზინფექციისა და სანაციის შემდეგ,  არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 12 თვისა. ექვემდებარებოდა პირობებს წყლის ტემპერატურის ჩათვლით, რაც ხელს უწყობს დაავადების კლინიკურ გამოხატვას;

ბ) გამოიყენება ნიმუშების აღება და დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც მითითებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-3-მე-6 მუხლებში და აღებულია ნიმუშები ცხოველთა რიცხვიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი დაავადების გამოვლენას 95% სანდოობით, თუ მიზნობრივი გავრცელება არის 2%;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღწერილი ტესტირების შედეგები უარყოფითია.

მუხლი 5. VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის შენარჩუნება

1. როდესაც საჭიროა მიზანმიმართული ზედამხედველობა რათა VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსი შეინარჩუნოს ქვეყანამ, ზონამ ან კომპარტმენტმა, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, ყველა საწარმო, რომელიც ინახავს სიით განსაზღვრულ სახეობებს ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, უნდა დაექვემდებაროს ჯანმრთელობაზე შემოწმებას და თევზის ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის   დანართი №3-ის „VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის შენარჩუნების სქემა ქვეყნისთვის, ზონის ან კომპარტმენტისთვის“ შესაბამისად. საწარმოს VHS ან IHN-ის გადადების რისკის დონის გათვალისწინებით.

2. ჯანმრთელობაზე შემოწმების სიხშირის განსაზღვრისას, რომელიც საჭიროა დანაყოფების VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის შესანარჩუნებლად, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა VHS-თან ან IHN-თან დაკავშირებით დამოკიდებულია წყლის ცხოველთა პოპულაციების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიმდებარე ბუნებრივ წყლებში, VHS-ის ან IHN-ის გადადების რისკი მაღალი უნდა იყოს.

3. დაავადებისგან თავისუფალი სტატუსი უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემოწმებული ნიმუში, ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით, აჩვენებს უარყოფით შედეგებს VHS-ზე ან IHN-ზე და ნებისმიერი ეჭვი VHS-ზე ან IHN-ზე გამოირიცხება  ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული დიაგნოსტიკური მეთოდების შესაბამისად.

მუხლი 6. დიაგნოსტიკა და ნიმუშის აღების მეთოდები

1. ლაბორატორიაში ნიმუშის გადაგზავნამდე, საჭიროა თევზიდან გამოსაკვლევი ორგანოების ამოკვეთა სტერილური გასაკვეთი იარაღების გამოყენებით და მოთავსება სატრანსპორტო ნიადაგის (უჯრედოვანი კულტურის საკვები არე 10% ხბოს შრატითა და ანტიბიოტიკებით) შემცველ სტერილურ პოლიეთილენის სინჯარაში. რეკომენდებულია 200 iu (ერლიხის ერთეული) პენიცილინის, 200 მკგ სტრეპტომიცინის და 200 მკგ კანამიცინის კომბინირება მილილიტრში (მლ). შეიძლება ასევე, გამოყენებული იქნეს აღიარებული ეფექტურობის სხვა ანტიბიოტიკები. გამოსაკვლევი ქსოვილის მასალა არის ელენთა, თირკმელი და დამატებით, გული ან თავის ტვინი. მწარმოებელი თევზის შემოწმებისას შესაძლოა შემოწმდეს საკვერცხის ან სათესლე სითხე. ახლად გამოჩეკილი თევზის შემთხვევაში, მთლიანი თევზი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნიმუშად. შესაძლებელია დაჯგუფდეს არაუმეტეს 10 თევზის ნიმუში.

2. დიაგნოსტიკის მეთოდი VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის მოსაპოვებლად ან  შესანარჩუნებლად უნდა განხორციელდეს:

ა) ვირუსის გამოყოფა უჯრედულ კულტურაში,  ELISA-ს გამოყენებით ვირუსის შემდგომი იდენტიფიკაციით, არაპირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულების ტესტი (IFAT), ვირუსის ნეიტრალიზაციის ტესტი ან ვირუსის გენომის გამოვლენა; ან

ბ)  უკუტრანსკრიფციის რაოდენობრივი PCR (RT-qPCR) დეტექციის ტესტი. ამ დიაგნოსტიკის მეთოდების განხორციელების დეტალური პროცედურები უნდა იყოს დამტკიცებული EURL-ის მიერ თევზების დაავადებებისთვის.

3. როდესაც საჭიროა VHS-ზე ან IHN-ზე ეჭვის დადასტურება ან გამორიცხვა ამ ტექნიკური რეგლამენტის  26-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგი ჯანმრთელობაზე შემოწმება, ნიმუშის აღება და ტესტირების პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საეჭვო საწარმო უნდა დაექვემდებაროს არანაკლებ ერთ ჯანმრთელობაზე შემოწმებას  და 10 თევზის ერთ ნიმუშად აღებას, იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება VHS ან IHN ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი ცვლილებები. ნიმუშად აღებული უნდა იქნეს 30 თევზი, როდესაც კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი ცვლილებები არ შეინიშნება. ნიმუშები უნდა შემოწმდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული ერთი ან მეტი დიაგნოსტიკური მეთოდის გამოყენებით თევზების დაავადებების EURL-ის მიერ დამტკიცებული დეტალური დიაგნოსტიკური მეთოდებისა და პროცედურების შესაბამისად;

ბ) VHS-ის არსებობა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად, თუ ერთი ან მეტი ამ დიაგნოსტიკური მეთოდით  დადებითია VHSV-ზე. IHN-ის არსებობა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად, თუ ერთი ან მეტი ამ დიაგნოსტიკური მეთოდით  დადებითია IHNV-ზე. VHS ან IHN-ის პირველი შემთხვევის დადასტურება  ზონაში, კომპარტმენტში ან ქვეყანაში, თუ ადრე არ არის  დაფიქსირებული, უნდა ეფუძნებოდეს ჩვეულებრივ ვირუსის იზოლაციას უჯრედულ კულტურაზე შემდგომი იმუნოქიმიური ან მოლეკულურ იდენტიფიკაციას ან სექვენსით დადასტურებულ გენომის დეტექციას;

გ) ეჭვი VHS-ზე ან IHN-ზე შეიძლება გამოირიცხოს, თუ უჯრედების კულტივაცია ან RT-qPCR ტესტები არ გამოავლენს VHSV-ის ან IHNV-ის არსებობის დამატებით მტკიცებულებებს.

მუხლი 7. შეფუთვა და მარკირება

 შეფუთვა და მარკირება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

3. თავი VIII - ის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი IX:

„თავი IX

კონტროლისა და აღმოფხვრის ზომები დაავადებებზე ეჭვის არსებობისა და დადასტურების შემთხვევაში

მუხლი 26. დაავადებების კონტროლის ზომები კონკრეტულ დაავადებებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში

1. სააგენტომ, საწარმოში შესაბამის დაავადებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა ჩაატაროს საჭირო მოკვლევა. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოკვლევის შედეგის მიღებამდე სააგენტომ უნდა:

ა) აკრძალოს საწარმოში წყლის ცხოველების შეყვანა ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეტანა;

ბ) სადაც ტექნიკურად შესაძლებელია, დაავალოს საწარმოს იმ ერთეულების იზოლაცია, სადაც საეჭვო წყლის ცხოველები ინახება;

გ) აკრძალოს წყლის ცხოველთა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადაადგილება საწარმოდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაცემულია ავტორიზაცია სააგენტოს მიერ  სასურსათო დანიშნულების წყლის  ცხოველების დაავადების კონტროლის საწარმოში გადაუდებელი დაკვლისთვის ან  გადამუშავებისთვის, ან მოლუსკების ან კიბოსნაირების შემთხვევაში (რომლებიც იყიდება ცოცხლად) უშუალოდ ადამიანის მოხმარებისთვის;

დ) აკრძალოს აღჭურვილობის, ცხოველის საკვებისა და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის (შემდგომ – ცწადპ) გადაადგილება საწარმოდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ავტორიზებულია სააგენტოს მიერ.

3. სააგენტომ უნდა შეინარჩუნოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ზომები დაავადების არსებობის გამორიცხვამდე ან დადასტურებამდე.

მუხლი 27. დაავადების კონტროლის ზომების გაფართოება კონკრეტულ დაავადებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში

1.   სააგენტომ (იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ მიიჩნევს) უნდა გააფართოოს ამ ტექნიკური რეგლამენტის  26-ე მუხლით განსაზღვრული ზომები:

ა) ნებისმიერ საწარმოზე, რომელსაც ჰიდროდინამიკური პირობებიდან გამომდინარე, აქვს დაავადებით დაინფიცირების  რისკი საეჭვო საწარმოდან;

ბ) ნებისმიერ საწარმოზე, რომელსაც აქვს პირდაპირი ეპიდემიოლოგიური კავშირი საეჭვო საწარმოსთან.

2.   თუ დაავადების არსებობა საეჭვოა წყლის გარეულ ცხოველში სააგენტომ, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ მიიჩნევს, უნდა გააფართოოს ამ ტექნიკური რეგლამენტის  26-ე მუხლით განსაზღვრული ზომები შესაბამის საწარმო(ებ)ზე.  

მუხლი 28.  დაავადების კონტროლის ზომებიდან გამონაკლისი დაავადებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში

1.   ამ ტექნიკური რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, სააგენტომ ავტორიზაცია უნდა გასცეს საწარმოში წყლის ცხოველების გადაადგილებაზე, მისი ზედამხედველობის ქვეშ, იმ პირობით, თუ შესრულებული იქნება შემდეგი მოთხოვნები:

ა) გადაადგილდება მხოლოდ ის ცხოველები, რომლებსაც არ ექნებათ დაავადების სიმპტომები;

ბ) წყლის ცხოველების ჯანმრთელობის სტატუსს, დანიშნულების საწარმოში ან წყლის ცხოველების გადაადგილებისას საწარმომდე, არ ექმნება საფრთხე გადაადგილებით;

გ) დანიშნულების საწარმოში არ აქვთ კონტაქტი მაღალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე წყლის ცხოველებთან შესაბამის დაავადებასთან დაკავშირებით; და

დ) ცხოველები დანიშნულების საწარმოში შენახულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის განმავლობაში.

2.   ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის გამოყენებისას სააგენტომ უნდა:

ა) მოახდინოს დანიშნულების საწარმოს ჯანმრთელობის სტატუსის რეკლასიფიცირება, თუ შესაბამისია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ამ ტექნიკური რეგლამენტის  26-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოკვლევის დასრულებამდე;

ბ) აკრძალოს დანიშნულების საწარმოდან ცხოველების გადაადგილება მოკვლევის დასრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზებულია სააგენტოს მიერ სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველების დაავადების კონტროლის    საწარმოში  გადაუდებელი დაკვლის ან  გადამუშავებისთვის, ან მოლუსკების ან კიბოსნაირების შემთხვევაში (რომლებიც იყიდება ცოცხლად) უშუალოდ ადამიანის მოხმარებისთვის.

3. სააგენტომ შესაძლოა გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოშობის და დანიშნულების საწარმოს ბიზნესოპერატორები და წყლის ცხოველის გადამზიდავი ექვემდებარებიან გამონაკლისს და:

ა)  იყენებენ დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისთვის საჭირო შესაფერის ბიოუსაფრთხოების და სხვა რისკის შემამცირებელ ზომებს; 

ბ) წარმოდგენილი აქვთ სააგენტოსთვის გარანტიები, რომ მიღებულია ყველა საჭირო ბიოუსაფრთხოებისა და სხვა რისკის შემამცირებელი ზომები;

გ) წარმოდგენილი აქვს სააგენტოსთან გარანტიები, რომ წყლის ცხოველებიდან მიღებული ცწადპ   გადამუშავდეს ან განიკარგოს, როგორც  „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიის მასალა.

4. აღმოფხვრის პროგრამების   მონიტორინგისთვის სააგენტო ახორციელებს ყველა საწარმოს (სადაც ინახება სიით განსაზღვრული სახეობების ცხოველები) ჯანმრთელობის სტატუსის კლასიფიკაციას, აღმოფხვრის პროგრამის დაწყებისას  თითოეული საწარმოს ჯანმრთელობის სტატუსის შესაბამისად, თუ:

ა) საწარმოში სიით განსაზღვრული სახეობებიდან ცხოველების შეყვანა ხორციელდება  დადგენილი პირობების შესაბამისად;

ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სრულდება დაავადების ნებისმიერი ეჭვის ან გამოვლენის შესახებ სააგენტოსადმი  სავალდებულო შეტყობინება;

გ)  შესრულებულია დაავადებაზე ეჭვის არსებობის ან დაავადების დადასტურების შემთხვევაში კონტროლის შესაბამისი ღონისძიებები;

დ)  საწარმოში სიით განსაზღვრული სახეობების შენახულ ცხოველებზე გამოყენებულია ვაქცინაციის რეჟიმები;

ე) სააგენტოს მიერ საჭიროდ მიჩნეულია ნებისმიერი დამატებითი ღონისძიების განხორციელება.

მუხლი 29. დაავადების ოფიციალური დადასტურება და  კონტროლის ღონისძიებები

1. დაავადების დადასტურების შემთხვევაში სააგენტომ უნდა:

ა) გამოაცხადოს საწარმო დაინფიცირებულად;

ბ) განახორციელოს დაინფიცირებული საწარმოს ჯანმრთელობის სტატუსის ხელახალი კლასიფიკაცია;

გ) დააწესოს შესაბამისი ზომის (სიდიდის) შემზღუდველი  ზონა;

დ) დაინფიცირებულ საწარმო(ებ)ში გაატაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის  30-ე–36-ე მუხლებით გათვალისწინებული ზომები.

2. მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც გამოიყენება VHS და IHN-ზე შემზღუდველი  ზონის საწარმოებთან დაკავშირებით, მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად სააგენტოს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ არ დააწესოს შემზღუდველი  ზონა, თუ:

ა) დაინფიცირებული საწარმო ახორციელებს დამუშავებული ნახმარი წყლების ჩაშვებას ჩამდინარე წყლებში; და

ბ) საწარმოში არსებული ბიოუსაფრთხოების ზომები არის ისეთი სტანდარტის, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის სრულად შეკავებას მასში.

4. სააგენტომ შეიძლება მიიღოს რისკის შესამცირებელი ზომები, რომლებიც დაკავშირებულია შემზღუდველ  ზონაში შემდეგ საქმიანობასთან:

ა) თევზის გამოსაზრდელ-საჭერი გემის გადაადგილება შემზღუდველ  ზონაში;

ბ) თევზაობა;

გ) სხვა აქტივობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გავრცელების რისკი.

5. თუ დაავადება დადასტურებულია წყლის გარეულ ცხოველებში, სააგენტოს შეუძლია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს პრევენციის, ზედამხედველობისა და დაავადების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად სიით განსაზღვრული სახეობების ცხოველებზე ან ცხოველთა დამატებით პოპულაციებზე;

ბ) გამოიყენოს გაძლიერებული ზედამხედველობა  წყლის გარეული ცხოველების პოპულაციაზე და საწარმოებში, რომლებსაც აქვთ პირდაპირი ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან;

გ) მიიღოს ზომები დაავადების აღმოსაფხვრელად წყლის შესაბამისი გარეული  ცხოველის პოპულაციისგან, სადაც ეს შესაძლებელია.

მუხლი 30. ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა და  მოკვლევა კონკრეტული დაავადების დადასტურების შემთხვევაში

1. როცა დაავადება დადასტურებულია, სააგენტომ უნდა:

ა) აწარმოოს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა;

ბ) ჩაატაროს გამოკითხვა  და გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის  26-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზომები ყველა ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებულ საწარმო(ებ)ში;

გ)  მოახდინოს ზედამხედველობის ადაპტირება იდენტიფიცირებულ რისკფაქტორებზე, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის დასკვნების გათვალისწინებით.

2. სააგენტომ, უნდა გაითვალისწინოს გარეულ ცხოველებზე ჩასატარებელი გამოკითხვის საჭიროება, სადაც ეპიდემიოლოგიური მოკვლევა გამოავლენს ეპიდემიოლოგიურ კავშირს შენახულ და გარეულ ცხოველებს შორის.

3. სააგენტომ რაც შეიძლება სწრაფად  უნდა აცნობოს დადასტურებულ შემთხვევებთან ეპიდემიოლოგიური კავშირების მქონე ბიზნესოპერატორებს და  სხვა ქვეყნის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 31.  გადაადგილება დაინფიცირებულ საწარმოში ან შემზღუდველ  ზონაში მდებარე ნებისმიერ სხვა საწარმოში

1. სააგენტომ  ყველა დაინფიცირებულ საწარმოში და  შემზღუდველ  ზონაში მდებარე სხვა საწარმოში უნდა:

ა) დაავალოს მფლობელს საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია;

ბ)  აკრძალოს ცხოველების და  შესაბამის დაავადებაზე სიით განსაზღვრული სახეობის ცხოველური წარმოშობის პროდუქტის გადაადგილება საწარმოდან, სააგენტოს მიერ ავტორიზაციის გაუცემლად, სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველების დაავადების კონტროლის საწარმოში გადაუდებელი დაკვლის ან გადამუშავების მიზნით, ან მოლუსკების ან კიბოსნაირების შემთხვევაში (რომლებიც იყიდება ცოცხლად) უშუალოდ ადამიანის მოხმარებისთვის;

გ) აკრძალოს შესაბამის დაავადებაზე სიით განსაზღვრული სახეობის ცხოველის შეყვანა საწარმოში, სააგენტოს მიერ ავტორიზაციის გაცემის გარეშე დასაბუთებული საფუძველის შესაბამისად;

დ) აკრძალოს დანადგარების, ცხოველის საკვების და ცწადპ-ის გადაადგილება საწარმოდან, სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე.

2. სააგენტომ უნდა გააფართოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–გ“ ქვეპუნქტებით განსზღვრული ზომები შენახულ ცხოველებზე აკვაკულტურის ცხოველთა დამატებითი პოპულაციებიდან, თუ ისინი წარმოადგნენ დაავადების გავრცელების რისკს.

მუხლი 32.  წყლის ცხოველის გადაადგილებასთან დაკავშირებული გამონაკლისები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტი დაინფიცირებული საწარმოდან

1.  ამ ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, სააგენტომ შესაძლოა ავტორიზაცია გასცეს აკვაკულტურის ცხოველის გადაადგილებაზე საწარმოში მისი სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ იმავე აკრძალულ ზონაში, იმ პირობით რომ:

ა) გადაადგილებული იქნებიან  მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც არ აჩვენებენ დაავადების სიმპტომებს;

ბ) აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის სტატუსს დანიშნულების საწარმოში ან წყლის ცხოველის გადაადგილებისას საწარმომდე, არ ემუქრება საფრთხე გადაადგილებით;

გ) დანიშნულების საწარმოში მათ არ აქვთ შეხება უფრო მაღალი სტატუსის მქონე აკვაკულტურის ცხოველებთან შესაბამის დაავადებასთან დაკავშირებით;

დ) ცხოველები შენახულია დანიშნულების საწარმოში, სააგენტოს მიერ განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის განმავლობაში.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის გამოყენებისას, სააგენტომ უნდა:

ა) მოახდინოს დანიშნულების საწარმოს ჯანმრთელობის სტატუსის რეკლასიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის  28-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

ბ) აკრძალოს დანიშნულების საწარმოში წყლის ცხოველის გადაადგილება, გარდა სააგენტოს მიერ სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველების დაავადების კონტროლის   საწარმოში გადაუდებელი დაკვლის ან გადამუშავების მიზნით, ან მოლუსკების ან კიბოსნაირების შემთხვევაში (რომლებიც იყიდება ცოცხლად) უშუალოდ ადამიანის მოხმარებისთვის.  ყველა შემთხვევაში ცწადპ უნდა გადამუშავდეს და განიკარგოს,  როგორც „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად, განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიის მასალა;

გ) დანიშნულების საწარმოები დაუქვემდებაროს  სახელმწიფო ზედამხედველობას დასუფთავების, დეზინფექციისა და შესაბამისი სანაციის  დასრულებამდე.

3.  ამ ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია აკვაკულტურის ცხოველის სხვა დაინფიცირებულ საწარმოში გადაადგილების, რომლებიც არ ახორციელებენ აღმოფხვრის პროგრამას კონკრეტულ დაავადებაზე, იმ პირობით, რომ:

ა) გადაადგილებული იქნებიან  მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც არ აჩვენებენ დაავადების სიმპტომებს;

ბ) აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის სტატუსს დანიშნულების საწარმოში ან წყლის ცხოველს გადაადგილებისას საწარმომდე, არ ემუქრება საფრთხე გადაადგილებით;

გ) შემზღუდველი  ზონიდან გადაადგილება ექვემდებარება სააგენტოს მიერ ავტორიზებულ გადაადგილებას.

4.   ამ ტექნიკური რეგლამენტის  31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, სააგენტომ შეიძლება გასცეს ავტორიზაცია აკვაკულტურის ცხოველის და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის  სასაკლაოსა და გადამამუშავებელ ობიექტზე (გარდა  სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველების დაავადების კონტროლის საწარმოში) გადაადგილებაზე, იმ პირობით, რომ:

ა) გადაადგილებული იქნებიან  მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც არ აჩვენებენ დაავადების სიმპტომებს;

ბ) სასაკლაო და გადამამუშავებელი ობიექტი არ მდებარეობს იმ ზონასა ან კომპარტმენტში, რომელიც ახორციელებს აღმოფხვრის პროგრამას კონკრეტული დაავადებისთვის ან რომელიც გამოცხადებულია დაავადებისგან თავისუფლად;

გ) წყლის ცხოველის ჯანმრთელობის სტატუსს, სასაკლაოზე, გადამამუშავებელ ობიექტზე ან მის სიახლოვეს გადაადგილებისას საფრთხე არ ემუქრება;

დ) შემზღუდველი  ზონიდან გადაადგილება ექვემდებარება სააგენტოს მიერ ავტორიზებულ გადაადგილებას.

5.  ამ ტექნიკური რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, სააგენტომ შეიძლება გასცეს ავტორიზაცია, ცხოველების ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტის გადაადგილებაზე დაინფიცირებულ საწარმოში არსებული  ცხოველის დამატებითი პოპულაციებიდან სხვა საწარმოში სხვა დამატებითი აკრძალვების გარეშე, იმ პირობით, რომ:

ა) გაკეთებულია რისკის შეფასება;

ბ)  საჭიროების შემთხვევაში, დანერგილია რისკის შემამცირებელი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, რომ წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას დანიშნულების საწარმოში ან ამ დანიშნულების საწარმომდე მიმავალ გზაზე საფრთხე არ ემუქრება;

გ) შემზღუდველი  ზონიდან გადაადგილება ექვემდებარება სააგენტოს მიერ ავტორიზებულ გადაადგილებას.

მუხლი 33.  დაინფიცირებული ცხოველების მოცილება

1.   დაავადების დადასტურების შემდეგ სააგენტომ ყველა დაინფიცირებულ საწარმოს უნდა დაავალოს შემდეგი ზომების გატარება, მის მიერვე განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი დაავადებებისთვის სიით განსაზღვრული სახეობების წყლის ცხოველებთან დაკავშირებით:

ა) მკვდარი ცხოველების (ლეშების) მოცილება;

ბ) ყველა მომაკვდავი წყლის  ცხოველის  მოცილება და  მოკვლა;

გ) დაავადების სიმპტომების მქონე  წყლის ყველა ცხოველის მოცილება და მოკვლა;

დ) დაკვლა ადამიანის მოხმარებისთვის, ან მოლუსკების ან კიბოსნაირების  (რომლებიც იყიდება ცოცხლად) შემთხვევაში, წყლიდან იმ ცხოველების მოცილება, რომლებიც შენარჩუნებული იყვნენ საწარმო(ებ)ში ამ პუნქტის  „ა“–„გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემდეგ.

2.  სააგენტომ შესაძლოა დაავალოს, მხოლოდ მტკიცებულებით გამყარებულ საფუძველზე დაყრდნობით, ადამიანის მოხმარებისთვის დაკვლა, ან მოლუსკების ან კიბოსნაირების შემთხვევაში, რომლებიც ცოცხლად იყიდება, წყლის:

ა) სიით განსაზღვრული ყველა ცხოველის მოცილება შესაბამის დაავადებებზე დაინფიცირებულ საწარმო(ებ)ში ამ ცხოველებზე ტესტების ჩაუტარებლად;

ბ) საეჭვო ცხოველების მოცილება, რომლებსაც აქვთ ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან.

3. ადამიანის მოხმარებისთვის დაკვლა ან წყლიდან ცხოველების მოცილება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ან დაინფიცირებულ საწარმო(ებ)ში შემდგომ გადამუშავებასთან ერთად სასურსათო დანიშნულების წყლის  ცხოველების დაავადების კონტროლის  საწარმოში,   სასურსათო დანიშნულების წყლის ცხოველების დაავადების კონტროლის  საწარმოში, საჭიროებისას.

4. სააგენტომ უნდა გააფართოვოს ამ მუხლით განსაზღვრული ზომები აკვაკულტურის ცხოველების დამატებით პოპულაციებზე საჭიროებისამებრ დაავადების კონტროლისთვის.

5. სააგენტომ უნდა დაავალოს, დაინფიცირებულ საწარმოში ზოგიერთი ან  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა ცხოველის და სიით განუსაზღვრელი სახეობების მოკვლა და განადგურება, მათი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის დაკვლის ნაცვლად.

6. ამ მუხლის შესაბამისად დაკლული ცხოველებიდან მიღებული ცწდპ  უნდა გადამუშავდეს ან განიკარგოს, როგორც „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად, განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიის მასალა.

მუხლი 34. დასუფთავება და დეზინფექცია

1. სააგენტომ, რეპოპულაციამდე, ყველა დაინფიცირებულ საწარმოს უნდა დაავალოს შემდეგი კონსტრუქციებისა და მასალის/ნივთის დასუფთავება/დეზინფექცია:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რამდენადაც ტექნიკურად შესაძლებელია, ცხოველების და  ცხოველის  ყველა საკვების მოცილების შემდეგ, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული ყოფილიყო;

ბ)  მეცხოველეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობის, რომელიც მოიცავს, ცხოველის საკვების, დახარისხების, მკურნალობის, ვაქცინაციისთვის გამოყენებულ ყველა აღჭურვილობასა და თევზმჭერ (თევზის გადამამუშავებელ) გემს;

გ) წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობის, მათ შორის, გალიების, ბადის, ჩარჩოს, პლასტმასისგან დაწნული ტომარისებრი ბადის და იარუსული ტიპის ფერმის;

დ)  ბიზნესოპერატორებისა და ვიზიტორების მიერ გამოყენებული ნებისმიერი დამცველობითი ტანსაცმლის ან უსაფრთხოების აღჭურვილობის;

ე) ყველა სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, ცისტერნისა და სხვა აღჭურვილობის დაინფიცირებული ცხოველებისა და იმ პერსონალის გადაადგილებისათვის, რომელიც შეხებაში იმყოფებოდა დაინფიცირებულ ცხოველებთან.

2. სააგენტომ უნდა აღიაროს დასუფთავებისა და დეზინფექციის პროტოკოლები.

3. სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს  დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცესებს და არ უნდა აღუდგინოს ან მიანიჭოს დაავადებისგან თავისუფალი სტატუსი საწარმოს მანამ, სანამ დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცესებს დასრულებულად არ ჩათვლის.

მუხლი 35. სანაცია

1.   სააგენტომ უნდა დაავალოს ყველა დაინფიცირებულ საწარმოს სანაციის განხორციელება. სანაცია უნდა ჩატარდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის  34-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცესების შემდეგ.

2.   სანაციის ხანგრძლივობა შესაფერისი უნდა იყოს შესაბამის პათოგენთან და დაინფიცირებულ საწარმოში გამოყენებული წარმოების სისტემის ტიპთან. კონკრეტული სანაციის პერიოდი განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით.

3. სააგენტომ უნდა დაავალოს დაინფიცირებულ საწარმოს სინქრონული სანაციის შესახებ დაცული ზონის ტერიტორიაზე ან შემზღუდველი  ზონის ტერიტორიაზე, სადაც არ არის დადგენილი დაცული ზონა. რისკის შეფასების საფუძველზე სინქრონული სანაცია შესაძლოა გავრცელდეს სხვა საწარმოებზეც. სინქრონული სანაციის ხანგრძლივობა და იმ არეალის მოცულობა, სადაც ასეთი სანაცია უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 36. რისკის შემამცირებელი ზომები ხელახალი დაინფიცირების პრევენციისთვის

დაავადების კონტროლის ღონისძიებების გაუქმებამდე ან გაუქმების შემდეგ, სააგენტომ უნდა დაავალოს რისკის შემცირების პროპორციული ზომები საწარმოს ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, როგორც ეს მითითებულია ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგებში. ეს ზომები, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დაავადების გამომწვევი აგენტის მდგრადობას გარემოში ან გარეულ ცხოველებში;

ბ) ბიოუსაფრთხოების ზომებს, რომლებიც ადაპტირებულია საწარმოს სპეციფიკაზე.“.

4. დანართები 1 – 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

სქემა ქვეყნის, ზონისა და კომპარტმენტისთვის, ორწლიანი კონტროლის პერიოდისთვის A  მოდელის თანახმად, რომელიც წინ უსწრებს VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის მოპოვებას

საწარმოს ტიპი

ჯანმრთელობაზე შემოწმების რაოდენობა წელიწადში თითოეულ საწარმოში

აღებული ნიმუშების რაოდენობა წელიწადში თითოეულ საწარმოში

თევზის რაოდენობა ნიმუშში (1)

მზარდი თევზის რაოდენობა

მწარმოებელი თევზის რაოდენობა (2)

ა)  საწარმოები მწარმოებელი თევზებით

2

2

50 (პირველ ვიზიტი)

75 (მეორე ვიზიტი)

30 (პირველი ან მეორე ვიზიტი)

ბ)  საწარმოები მხოლოდ მწარმოებელი თევზებით

2

1

0

75 (პირველი ან მეორე ვიზიტი)

გ)  საწარმოები მწარმოებელი თევზების გარეშე

2

2

75 (პირველ და მეორე ვიზიტზე)

0

თევზის მაქსიმალური რაოდენობა თითო აუზში/ტბორში/წყალსატევში: 10

სანაპირო ზონის ან სანაპირო კომპარტმენტის შემთხვევაში, ნიმუშები უნდა შეგროვდეს თევზის მტკნარი წყლიდან მინერალიზებულ წყალში გადაყვანიდან არაუადრეს 3 კვირისა.

მწარმოებელი თევზის საკვერცხე ან სათესლე სითხე უნდა შეგროვდეს მომწიფების დროს.

 

დანართი 2

სქემა ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტისთვის, რომლებიც იყენებენ შემცირებული ნიმუშის ზომას 4-წლიანი საკონტროლო პერიოდისთვის B მოდელის თანახმად,  რომელიც წინ უსწრებს VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის მოპოვებას

საწარმოს ტიპი

ჯანმრთელობაზე შემოწმების რაოდენობა წელიწადში თითოეულ საწარმოში

აღებული ნიმუშების რაოდენობა წელიწადში თითოეულ საწარმოში

თევზის რაოდენობა ნიმუშში 1

მზარდი თევზის რაოდენობა

ნაყოფიერი თევზების რაოდენობა 2

პირველი 2 წელი

ა)  საწარმოები მწარმოებელი თევზებით

2

1

30 (მეორე ვიზიტზე)

0

ბ)  საწარმოები მხოლოდ მწარმოებელი თევზებით

2

1

0

30 (პირველ ან მეორე ვიზიტზე)

გ)  საწარმოები მწარმოებელი თევზების გარეშე

2

1

30 (პირველ ან მეორე ვიზიტზე)

0

ბოლო 2 წელი

ა)  საწარმოები მწარმოებელი თევზებით

2

2

30 (პირველ ვიზიტზე)

30 (მეორე ვიზიტზე)

ბ)  საწარმოები მხოლოდ მწარმოებელი თევზებით

2

2

 

30 (პირველ და მეორე ვიზიტზე)

გ)  საწარმოები მწარმოებელი თევზების გარეშე

2

2

30 (პირველ და მეორე ვიზიტზე)

 

თევზის მაქსიმალური რაოდენობა თითო აუზში/ტბორში/წყალსატევში: 10

1 სანაპირო ზონის ან სანაპირო დანაყოფების შემთხვევაში, ნიმუშები უნდა შეგროვდეს თევზის მტკნარი წყლიდან მინერალიზირებულ წყალში გადაყვანიდან არაუადრეს 3 კვირისა.

2 მწარმოებელი თევზის საკვერცხის ან სათესლე სითხე უნდა შეგროვდეს მომწიფების დროს, გამოწველვის დროს.

 

დანართი 3

 

VHS-ზე ან IHN-ზე აღიარების სტატუსის შენარჩუნების სქემა ქვეყნისთვის, ზონის ან კომპარტმენტისთვის

 

რისკის დონე 1

ჯანმრთელობაზე შემოწმების რაოდენობა წელიწადში თითოეულ საწარმოში

თევზის რაოდენობა ნიმუშში 2, 3

მაღალი

წელიწადში ერთხელ

30

საშუალო

ორ წელში ერთხელ

30

დაბალი

სამ წელში ერთხელ

30

თევზის მაქსიმალური რაოდენობა თითო აუზში/ტბორში/წყალსატევში: 10

1  სააგენტოს მიერ საწარმოსთვის მინიჭებული რისკის დონე, გარდა დამოკიდებული კომპარტმენტების შემთხვევისა, სადაც ყველა საწარმო ითვლება მაღალი რისკის მქონედ.

2   ერთი ნიმუში უნდა იქნეს აღებული ყოველი ჯანმრთელობაზე შემოწმების დროს.

3  სანაპირო ზონის ან სანაპირო დანაყოფების შემთხვევაში ნიმუშები უნდა შეგროვდეს თევზის მტკნარი წყლიდან მლაშე წყალში გადაყვანიდან არაუადრეს 3 კვირისა.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე