დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.143.016713 |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველოვის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 86-ე მუხლის 23-ე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული:
ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენი პეტიციის ფორმა (განცხადება პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე) დანართი №2-ის შესაბამისად; გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პეტიციის განხილვის თაობაზე რეგისტრაციის მოწმობის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკი
|
---------------------------------------------------------------------------------------------------------
(პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება)
ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------------------------- ----------------------------- ( ხელმოწერა) (თარიღი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი; პირადი ნომერი; რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით); ტელეფონის ნომერი)
ბლანკის დამოწმებაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი: ----------------------------------------- ------------------------- ---------------------- (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი, ბეჭედი) თანახმა ვარ, ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და საჭიროებისამებრ, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნოს შესაბამის სამსახურებს.
|
დანართი №2
|
პეტიციის (ტიპური) ფორმა
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს
--------------------------------------------------------------------- პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების სახელი, გვარი; პირადი ნომერი; მისამართი; საკონტაქტო ტელეფონი 1.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3.--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
განცხადება პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შესაბამისი ტექსტი, მოთხოვნა, დასაბუთება)
დანართი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითდი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; დ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონკრეტულად ჩამოყალიბებული მოთხოვნა და შესაბამისი დასაბუთება; ე) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების ხელმოწერა/ხელმოწერები: 1.---------------- 2.---------------- 3.----------------- პეტიციის წარდგენის თარიღი:----------------------------
|
დანართი №3
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
პეტიციის განხილვის თაობაზე რეგისტრაციის მოწმობა
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ----------------------------- რეგისტრირებულ იქნა (რეგისტრაციის თარიღი)
პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადება
N---------- --------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (რეგისტრაციის N) (პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება)
ხაშურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი: --------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი ხელმოწერა, თარიღი, ბეჭედი)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები