დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“ნარკოტიკული საშუალებეის, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 115/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/04/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 27/04/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.060.000.22.035.008.540 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.22.035.008.540
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №115/ნ
2006 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანების (სსმ III, 04.02.2004, №12, მუხლი 112) პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა):
ა) II ნუსხის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები.“;
ბ) შენიშვნის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების ქვეშ იგულისხმება ის პრეპარატები, რომლებიც არ მიეკუთვნება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებს.“.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დოკუმენტის კომენტარები