დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016911 |
|
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2021; 220020000.18.011.016549) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული კრედიტის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით, შემდეგი ოდენობით:“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ასევე, მომხმარებელს (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში არ აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5%-ისა. ეს წესი ვრცელდება ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტის ეროვნული ვალუტითა ან/და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტის უცხოური ვალუტით რეფინანსირების შემთხვევებზე. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში მომხმარებელს (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 12. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული დოკუმენტალური ოპერაციების (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა) სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ასევე, მომხმარებელს (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში არ აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის დოკუმენტალური ოპერაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არაუმეტეს 0,5%-ისა. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული დოკუმენტალური ოპერაციების (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა) სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებელს (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის დოკუმენტალური ოპერაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე დასარიცხი პროცენტის ან დოკუმენტალური ოპერაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოს თანხას.”; დ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს, თუ:“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე. ამ ბრძანების მოქმედება ასევე ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე მათი ვადის გაგრძელების, რესტრუქტურიზაციის, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე, გარდა მათი ვადის გაგრძელების, რესტრუქტურიზაციის, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევებისა, მოქმედებს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესი. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები