„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო- სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო- სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 26/02/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.060.016033
04-ს
26/02/2025
ვებგვერდი, 07/03/2025
010340000.31.060.016033
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო- სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №04-ს

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის გამოქვეყნდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№314, 19.02.2025) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.
მუხლი 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 87-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 8 წევრისგან, შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამაზ ხუბუა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

გ) თეიმურაზ მჟავია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

დ) ანზორ წოწონავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე;

ე) ზურაბ მებონია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი;

ვ) ვეფხვია გვარამია – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;

ზ) თამაზ სანიკიძე – იურიდიულ და საკადრო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი (კომისიის მდივანი);

თ) ზურაბ ჯგუბურია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 3
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია