ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის N7 დადგენილებაში „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016493
5
06/03/2025
ვებგვერდი, 07/03/2025
010250020.35.127.016493
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის N7 დადგენილებაში „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2025 წლის 6 მარტი

ქ. ზესტაფონი      

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №7 დადგენილებაში „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №7 დადგენილებაში, (ვებგვერდი, 01/03/2024წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.127.016471) დაემატოს 101 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  101

„101. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამკრძალავი ნიშნის  „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​​​-ე მუხლის მე-8, მე-81 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელიც ექვემდებარება დაჯარიმებას, გარკვეულ შემთხვევაში კი სპეციალურ სადგომზე ავტომანქანის გადაყვანას.“

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი ოქმის შევსებას ახორციელებს შპს „ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების საწარმოს“ წარმომადგენელი – პარკინგის ოპერატორი“.

3. შპს ,,ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების საწარმოს“ წარმომადგენელი – პარკინგის ოპერატორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე“.

4. შპს „ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების საწარმოს“ წარმომადგენელი – პარკინგის ოპერატორი ვალდებულია სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანისას ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე