საკრედიტო დაწესებულებაში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის № 66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკრედიტო დაწესებულებაში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის № 66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები ეროვნული ბანკი
მიღების თარიღი 12/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 000000000, 17/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 000090009.00.4.000197
112
12/04/2000
სსმ, 000000000, 17/04/2000
000090009.00.4.000197
საკრედიტო დაწესებულებაში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის № 66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება № 112

2000 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

საკრედიტო დაწესებულებაში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის №66ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკრედიტო დაწესებულებების მიერ საკასო ოპერაციების წარმოების სრულყოფის მიზნით „საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის №66 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია განახორციელოს საკუთარი ფულადი სახსრების და ფასეულობების, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტთა ფულადი სახსრებისა და ფასეულობების ინკასაცია ან ადგილზე მიტანა საკუთარი ძალებით ან საინკასაციო ოპერაციებზე ეროვნული ბანკის ნებართვის მქონე სპეციალიზებული სამსახურების მეშვეობით (შემდგომ-ინკასაციის ქვედანაყოფი)“.

2. 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ ცალკე პუნქტად დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საკრედიტო დაწესებულებებს შორის ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციები ხორციელდება მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ საკორესპონდენტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამდე არ დაიშვება სხვა საბანკო დაწესებულებისათვის ნაღდი ფულის გაცემა. სხვა საკრედიტო დაწესებულებებიდან საჭირო ნაღდი ფულის მისაღებად ფულის მიმღები საბანკო დაწესებულება წერს საგადასახადო დავალებას და ფულის გამცემი ბანკის ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად წარმოადგენს მას ეროვნულ ბანკში ან შესაბამის მოკორესპონდენტო ბანკში“.

ამასთან დაკავშირებით დებულების მე-3 პუნქტი გახდეს მე-4 და ა.შ.

3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ ცალკე პუნქტად დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3“. საკრედიტო დაწესებულებები და მისდამი დაქვემდებარებული ობიექტები კლიენტთან უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ასრულებენ იმავდროულად ვალუტის გაცვლის ქვითრების (დანართი №1) მეშვეობით და აფიქსირებენ კლიენტის საპასპორტო მონაცემებს ქვითარში (ან კომპიუტერში), რომლის ერთი პირიც საკასო აპარატის ამონაბეჭდის ასლთან ერთად ეძლევა კლიენტს, ხოლო მეორე რჩება სალაროს საბუთებში“.

ამასთან დაკავშირებით დებულების მე-3 პუნქტი გახდეს მე-4 და ა.შ.

                                                                                                                                  ი. მანაგაძე

 

დანართი № 1

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვალუტის გაცვლის ქვითრის ყუა № 0001

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვალუტის გაცვლის ქვითარი № 0001

(საკრედიტო დაწესებულების დასახელება)

გადაცვლის თარიღი --------------

(საკრედიტო დაწესებულების დასახელება)

გადაცვლის თარიღი --------------

(პიროვნების სახელი და გვარი)

(პიროვნების სახელი და გვარი)

(მისამართი)

პასპორტის (ან შემცვლელი დოკუმენტის) № ----------

გადასაცვლელი ვალუტის დასახელება------

(მისამართი)

 

პასპორტის (ან შემცვლელი დოკუმენტის) № ----------

გადასაცვლელი ვალუტის დასახელება------

თანხა

გადაცვლილი ვალუტის დასახელება -----

თანხა

გადაცვლილი ვალუტის დასახელება -----

თანხა

კურსი ------- საკომისიო მოსაკრებელი----

საკრედიტო დაწესებულების სალაროს

პასუხისმგებელი მუშაკის

ხელმოწერა --------------------

თანხა

კურსი ------- საკომისიო მოსაკრებელი----

საკრედიტო დაწესებულების სალაროს

პასუხისმგებელი მუშაკის

ხელმოწერა --------------------

შტამბი

შტამბი