„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 07/03/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016372
50
07/03/2025
ვებგვერდი, 11/03/2025
310050000.54.066.016372
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №50

2025 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 09/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

ფ) ზსხ-ის გადამოწმება – განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის მონაცემებთან ზსხ-ს შესაბამისობის დადგენა“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, ზსხ-ის მფლობელი უფლებამოსილია,  მიმართოს სააგენტოს  ბარათის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა ბარათის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. ბარათის დაზიანების შემთხვევაში, ბარათის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სერიული ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათის და ბარათის დუბლიკატის გაცემა

1. სააგენტოს მიერ ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათი გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სერიული ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათის მოთხოვნის განცხადება (ამ წესის №12 დანართის შესაბამისად), რომელსაც ხელს აწერს ზსხ-ის მფლობელი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.

შენიშვნა: თუ მფლობელი იურიდიული პირია, განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ბ) ზსხ-ის აწონვის ბარათი (ამ წესის №11 დანართის შესაბამისად);

გ) სააგენტოს მიერ გაცემული ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, რომელზეც მოცემულია ზსხ-ის სერიული ნომერი და საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის განცხადება და რომლითაც დასტურდება, რომ ზსხ შეესაბამება მწარმოებლის ტექნიკურ დოკუმენტაციას;

დ) ძირეული მოდიფიკაცი(ებ)ის განცხადება ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, ზსხ-ზე ძირეული მოდიფიკაციის განხორციელების შემთხვევაში.

2. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოს მიერ ხორციელდება ზსხ-ის გადამოწმება დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გაიცემა ზსხ-ის აღრიცხვის ბარათი და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტური, რომლის შემდეგ შესაბამისი მონაცემები შეიტანება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, რომლის მონაცემები საჯაროა.

შენიშვნა: ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის ბარათი გაიცემა ამ წესის №3 დანართის შესაბამისად.

3. ზსხ-ის მფლობელი ვალდებულია, ზსხ გადამოწმების მიზნით წარადგინოს იმ დროს და იმ ადგილას, რომელიც შეთანხმდება სააგენტოსთან.

4. სააგენტოში განმცხადებლის მიერ ამ მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელ პირს.

5. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათი არის მხოლოდ მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელ საბუთს.

6. ზსხ-ის უფლებრივი დატვირთვის (გირაო) შემთხვევაში ზსხ-ის მესაკუთრემ ან სხვა შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა აღნიშნული უნდა აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს უფლებრივი დატვირთვის (გირაოს) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც რეესტრში შეიტანება ინფორმაცია აღნიშნულ ზსხ-ზე არსებული უფლებრივი დატვირთვის (გირაოს) შესახებ.

7. აღრიცხვის ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში ზსხ-ის მფლობელი უფლებამოსილია,  მიმართოს სააგენტოს ბარათის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა ბარათის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. ბარათის დაზიანების შემთხვევაში ბარათის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი“.

4. 4​1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. ამ მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, განცხადების წარდგენამდე, ზსხ-დან უნდა მოიხსნას აღრიცხვის ნიშნები და მიმღებ-მოპასუხიდან ან/და ELT-დან ამოღებულ იქნეს სააგენტოს მიერ მინიჭებული კოდები“.

5. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საჰაერო ხომალდის რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის ცვლილება, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება, სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. სერტიფიკატის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში ზსხ-ის მფლობელი უფლებამოსილია,  მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. სერტიფიკატის დაზიანების შემთხვევაში სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი“.

6. №7 და №12 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი