დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017553 |
|
„უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 140130000.22.034.016350) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაკავებაზე უფლებამოსილი პირი უცხოელის დაკავების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის სამორიგეო დანაყოფს, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის რეაგირების მიზნით.“. 2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: მუხლი 21. საქართველოში უცხოელის ყოფნის კანონიერი საფუძვლის დადგენისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების პროცედურა 1. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ახორციელებს უცხოელის იდენტიფიცირებას და საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის დადგენას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს პირი საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე. 2. უცხოელის იდენტიფიცირებისა და საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის დადგენის მიზნით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი: ა) ამოწმებს უცხოელის პასპორტს/სამგზავრო დოკუმენტს და სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციას; ბ) არკვევს, აქვს თუ არა უცხოელს ბინადრობის ნებართვა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, შესაბამისი ვიზა, თავშესაფრის მაძიებლის/ლტოლვილის სტატუსი; გ) ამოწმებს უცხოელის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადას, აგრეთვე, საზღვრის კვეთის შესახებ და საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების შესახებ ინფორმაციას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შემდეგ, თუ არსებობს უცხოელის გაძევების, მაგრამ არა მისი დაკავების საფუძველი, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადგენს რეაგირების ოქმს ან სხვა შესაბამის დოკუმენტს. 4. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი რეაგირების ოქმში უთითებს: ა) ინფორმაციას საქართველოში უცხოელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ; ბ) არსებობის შემთხვევაში, სხვა პირის საკონტაქტო მონაცემებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება უცხოელთან დაკავშირება; გ) გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, რომლის განმავლობაშიც უცხოელი უნდა გამოცხადდეს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის ადგილზე განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, უცხოელის იდენტიფიცირებისათვის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უცხოელს სთავაზობს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გადაყვანას და განუმარტავს ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შედეგს. 6. პირის იდენტიფიცირების მიზნით ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია უცხოელი დააკავოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით. 7. თუ უცხოელი არ ფლობს სამართალწარმოების ენას, მასთან კომუნიკაცია ხორციელდება თარჯიმნის მეშვეობით. 8. ამ წესის მიზნებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ აღმოჩნდება, რომ: ა) უცხოელი არ ცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაზე; ბ) იგი არ თანამშრომლობს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირთან და აცხადებს, რომ არ სურს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადება ან/და საქართველოს დატოვება; გ) მას არ გააჩნია საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი ან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს არ აწვდის ან არასწორად უთითებს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას; დ) ადგილი აქვს გაქცევის მცდელობას, წინააღმდეგობას ან/და სხვა გარემოებას, რაც ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე. 9. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უცხოელის დაკავებისას ავსებს უცხოელის დაკავების ოქმს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. 10. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსების საკითხის განხილვის მიზნით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები