საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ბახიოთში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ბახიოთში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.130.016011
9
28/02/2025
ვებგვერდი, 05/03/2025
000000000.00.130.016011
საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ბახიოთში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №9

2025 წლის 28 თებერვალი 

ქ. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ბახიოთში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 18 ნოემბრის №262398 მომართვის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. მიენიჭოს საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ბახიოთში სახელწოდების არმქონე ქუჩას (არსებული სახელდებული მე-2 ქუჩის გაგრძელება) სახელწოდება დანართი №1-ისა და რუკის შესაბამისად.

მუხლი 2. განკარგულება გადაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საჩხერის რაიონულ სასამართლოში (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               გაგა დარბაიძე