საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 344-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.102518
344-IIმს-XIმპ
04/03/2025
ვებგვერდი, 06/03/2025
090000000.05.001.102518
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 128-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშის აღება (მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშის აღება და გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვა) სავალდებულოა.“.

2. 216-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 216. განაჩენის ასლების გადაცემა

1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და პროკურორს გადაეცემათ განაჩენის ასლები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში განაჩენის ასლი გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით.“.

3. 278-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 278. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლების გადაცემა

1. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლები მსჯავრდებულს ან გამართლებულს და ბრალმდებელს უნდა გადაეცეს განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის ბრალდების საქმეზე – არაუგვიანეს 14 დღისა. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.

2. განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ან გამართლებულის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 მარტი 2025 წ.

N344-IIმს-XIმპ