დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 342-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.102523 |
|
პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პენიტენციურ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი: „მუხლი 431. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუში მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. 3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური პროფილების განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გადაცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 4 მარტი 2025 წ. N342-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები