სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-41. 4125052001
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016029
გ-41. 4125052001
21/02/2025
ვებგვერდი, 05/03/2025
000000000.00.108.016029
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-41.4125052001

2025 წლის 21  თებერვალი

ქ. სენაკი

სენაკის  მუნიციპალიტეტის  ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში  სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში  მდებარე  გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის  ,,გ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-7 და მე-8 პუნქტების,  შესაბამისად

1. სენაკის მუნიციპალიტეტის  ნოქალაქევის  ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გახომელაში მდებარე  მე-8  ქუჩა  გაგრძელდეს და მისი მოხაზულობა ჩამოყალიბდეს თანდართული  სიტუაციურ რუკაზე ასახული ფორმით.

2. განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4.  განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ.№247).

 

სენაკის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                საბა ოდიშარია