დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.024954 |
|
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2024, 120340000.10.003.024513) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის“:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო კომისიაში, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნენ: სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე სააგენტოს წარმომადგენლები.“. 2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) საქართველოს სპორტის სამინისტროს სისტემაში;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები