„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52-19
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 17/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017299
52-19
28/02/2025
ვებგვერდი, 04/03/2025
010250050.35.101.017299
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52-19

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/10/2023წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017140) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

1. 51 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე/სამუშაოების წარმოებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის შეთანხმება“ ;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე აღემატება 200 კვადრატულ მეტრს, ხოლო ხაზობრივი ნაგებობების შემთხვევაში 200 გრძივ მეტრს, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 200 ლარი ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 200 ლარი ყოველი დამატებითი 30 კალენდარული დღისათვის.“;

ე) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სააგენტოს მიერ გამოცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული პირის მიმართვისა და მის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისა, სააგენტო უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით.

10. სააგენტოს მიერ გამოცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ დაინტერესებული პირის მიერ სამუშაოთა წარმოების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ახალი აქტის გამოცემა ხორციელდება ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-5-მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.“;

ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ თითოეული სამუშაოს წარმოებაზე ან ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება.“.

2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ წესის 51 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით, ასევე 52 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური ექვემდებარება დაბრუნებას, თუ სააგენტო უარს განაცხადებს ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, ხოლო მომსახურების საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ უკვე არსებობს სააგენტოს უარი ერთსა და იმავე მომსახურების გაწევის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 17 მარტიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე