დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 ნოემბრის №46-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52-18 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120000.35.101.017300 |
|
„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 ნოემბრის №46-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 ნოემბრის №46-87 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 25/11/2024წ., სარეგისტრაციო კოდი: 330120000.35.101.017266) და ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების“ წესის მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) განცხადების წარდგენის დროისთვის (არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი დათარიღებული ფოტომასალა;“; ბ) პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა.“; გ) პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) განცხადების წარდგენის დროისთვის (არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი დათარიღებული ფოტომასალა;“; დ) პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა.“; ე) მე-6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა ძალაშია დაინტერესებული პირის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან/ორგანოებთან შეთანხმების შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის პირობ(ებ)ი შეიცვლება სხვა ადმინისტრაციული ორგანო(ებ)ის მიერ, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს მიმართოს შეცვლილი პირობ(ებ)ით საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის შეთანხმების მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა შეთანხმებულად არ ჩაითვლება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 17 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები