„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N50-101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N50-101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52-11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 17/03/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017307
52-11
28/02/2025
ვებგვერდი, 05/03/2025
010250050.35.101.017307
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N50-101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52-11

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-101 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017285) და დადგენილების პირველი მუხლის:

1. „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი), მერის მოადგილეების და მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა” ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად.

2. „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 7 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა“  ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად.

3. „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 9 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა“  ჩამოყალიბდეს დანართი 3-ის შესაბამისად.

4. „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 10 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა“  ჩამოყალიბდეს დანართი 4-ის შესაბამისად.

5. „მ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 12 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა“  ჩამოყალიბდეს დანართი 5-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 17 მარტიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე