წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.155.016446
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
28/02/2025
ვებგვერდი, 05/03/2025
200140030.35.155.016446
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2025 - 27/02/2026)

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. წალკა


 

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2
 ძალდაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის  №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  04/03/2024, 200140030.35.155.016431).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



დანართი 
 

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი


1. სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN  არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)  IMG არის ქ. წალკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს.

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს.

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და  უდრის 0,24-ს.

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 90-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. წალკის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთ) კვადრატულ მეტრზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

  

  IMG

  ITL

  C

  K

  CN

 0.23

   1

  0.24

  90

 4.968

 

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის:

ა) დაბებში  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 2.484 ლარს.

ბ) სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 30% ოდენობით და იგი შეადგენს 1.490 ლარს.

გ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 25% ოდენობით და იგი შეადგენს 1.242 ლარს.

დ) წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.484 ლარს.