,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52-10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 17/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.017308
52-10
28/02/2025
ვებგვერდი, 05/03/2025
010260050.35.101.017308
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52-10

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების  თარიღი: 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016454) შეტანილ იქნეს  ცვლილება და  პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების“ (დანართი №1):

1) მე-4 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე ანაწილებს ძირითად ფუნქციებსა და საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს გამგებლის მოადგილეებს შორის, გასცემს შესაბამის დავალებებს, ამტკიცებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგებელი განსაზღვრავს თავის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს.“

2) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგებლის მოადგილეების ძირითადი ფუნქციებია:

ა) რაიონის ეკონომიკური პროფილისა  და  მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების  გათვალისწინებით რაიონის პრიორიტეტების შემუშავება;

ბ) ეკონომიკური განვითარების  მიმართულებით თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;

გ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადების კოორდინაცია და განხორციელების ორგანიზება;

დ) ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო  პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება ტერიტორიული ერთეულის დონეზე;

ე) თანადაფინანსებული პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება მაღალი ხარისხით;

ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა;

ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონსულტირება ეკონომიკური პროექტების შემუშავებისა  და დაფინანსების წყაროების, დონორი ორგანიზაციების მოძიების მიზნით;

თ) საუბნო განყოფილებების მუშაობის კოორდინაცია, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მოპოვების, ანალიზის უზრუნველყოფა;

ი) საუბნო განყოფილებების ჩართულობით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური   კვლევების ორგანიზება, საჭიროებების იდენტიფიცირება;

კ) საჭიროებების ტენდენციების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და პრიორიტეტიზაცია ეკონომიკური პროექტების განვითარების მიზნით;

ლ) სოციალურ-ეკონომიკური კვლევის სამოქმედო გეგმის შემუშავება;

მ) მიზნობრივი ჯგუფების  იდენტიფიცირება, მათთან მუშაობა და მათი საჭიროებების კვლევა;

ნ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

ო) წლის სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების გეგმის შედგენა მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;

პ) სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების გეგმის განხილვა, კორექტირება და დამტკიცების უზრუნველყოფა;

ჟ) დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი;

რ) დამტკიცებული პროექტებისა და პროგრამების დეტალური გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;

ს) მიმდინარე რეჟიმში დაფიქსირებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე სწრაფი და დროული რეაგირება პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;

ტ) პროექტების მართვის მეთოდოლოგიისა და მიდგომების განვითარება;

უ) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და რეაგირება;

ფ) მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

ქ) სოციალური მიმართულებით საბიუჯეტო პროგრამების განხორციელება;

ღ) სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა კვლევა, საჭიროებების იდენტიფიცირება  და პროგრამების სრულყოფა;

ყ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭოზე;

შ) სოციალური, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;

ჩ) პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე.“

3) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-6მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 17 მარტიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე