,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016565
7
27/02/2025
ვებგვერდი, 04/03/2025
010250050.35.138.016565
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2025 წლის 27 თებერვალი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს  ცვლილება  ,,ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის  №5 დადგენილებაში (ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge), 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016284) და დადგენილებით დამტკიცებული  დანართის: 
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა

1. საკრებულოს აპარატის უფროსი

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საკრებულოს აპარატის უფროსი.

2. იურიდიული განყოფილება

II რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი;

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში.

3. საორგანიზაციო განყოფილება

II რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი;

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში;

III რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში;

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი –  საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის  საკითხებში;

III რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – წერილებისა და კადრების საკითხებში.

4. სამეურნეო განყოფილება

II რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი:

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სამეურნეო საკითხებში.

2.   მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,4. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს მოხელე, კომპეტენციის გათვალისწინებით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე