„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017545
16
27/02/2025
ვებგვერდი, 28/02/2025
140130000.22.034.017545
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №16

2025 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28.11.2014, 140130000.22.034.016384) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამართალდაცვით სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება, ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები:

„ნ1) საპოლიციო სფეროში არსებულ საერთაშორისო ან რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროპის პოლიციის სამსახურთან (შემდგომ – ევროპოლი) სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება, გარდა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (შემდგომ – ინტერპოლის) მეშვეობით თანამშრომლობისა;

2) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;“.

2. მე-6 მუხლს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველო:

1.ა) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამმართველო:

1.ა.ა) ევროპოლის ეროვნული განყოფილება;

1.ა.ბ) რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილება;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირება (გარდა ოპერატიული თანამშრომლობისა);“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება საერთაშორისო ხელშეკრულებების, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ინტერპოლის მეშვეობით თანამშრომლობისა;

ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გარდა ინტერპოლისა, ოპერატიული მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა;

დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დახმარება და კოორდინაცია, გარდა ინტერპოლის მეშვეობით თანამშრომლობისა;

ე) საპოლიციო სფეროში არსებულ საერთაშორისო ან რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდოვას რეგიონულ ორგანიზაციასთან (შემდგომ – სუამი),  ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება, გარდა ინტერპოლის მეშვეობით თანამშრომლობისა; სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 24/7 საკონტაქტო პუნქტის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;

ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, გარდა ინტერპოლისა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება, სამინისტროს მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი რეაგირება, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სხვა დანაყოფში/დაწესებულებაში შესასრულებლად გადაგზავნა, აგრეთვე მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;

ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების საფუძველზე, საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლენილი პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა არ მიიჩნევა პირის დიპლომატიური წარმომადგენლობიდან გამოწვევად.

2. ამ ბრძანების საფუძველზე, პირის პოლიციის ატაშეს ან მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნა არ მიიჩნევა როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნად. პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცერს დიპლომატიური უფლებამოსილება უნარჩუნდება ბოლო როტაციის დარჩენილი ვადით.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური